ექსპლუატანტმა უნდა დაადგინოს პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ფრენა არ დაიწყება, ვიდრე საჰაერო ხომალდის მეთაური არ დარწმუნდება, რომ:
ა) სხ საფრენად ვარგისია და სათანადო სერტიფიკატები (რეგისტრაციის, ვარგისობის) არის სხ-ზე;
ბ) სხ-ზე დამონტაჟებული ხელსაწყოები და აღჭურვილობა, შესაფერისია მოსალოდნელი ფრენის პირობების გათვალისწინებით;
გ) ამ წესის VI თავის მოთხოვნების შესაბამისად ყველა საჭირო ტექნიკური მომსახურება ჩატარებულია;
დ) სხ-ის მასა და გაწონასწორება შესაძლებლობას იძლევა მოსალოდნელ პირობებში ფრენა შესრულდეს უსაფრთხოდ;
ე) სხ-ზე ნებისმიერი ტვირთი სწორად არის განაწილებული და საიმედოდაა დამაგრებული;
ვ) სხ-ს საექსპლუატაციო შეზღუდვები, რომელიც მოცემულია ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში ან მის ეკვივალენტურ დოკუმენტში, არ იქნება გადაჭარბებულ