1. ფრენა არ შეიძლება დაიწყოს მანამდე, სანამ არ იქნება შევსებული გაფრენისწინა მომზადების დოკუმენტაცია და სხ-ის მეთაური არ დარწმუნდება, რომ შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელია და რომ:
ა) სხ საფრენად ვარგისია;
ბ) სხ-ზე ხელსაწყოები და აღჭურვილობა საკმარისი რაოდენობითაა დამონტაჟებული ამ კონკრეტული ფრენის შესასრულებლად MEL-ის შეზღუდვების გათვალისწინებით;
გ) სხ ტექნიკურად შემოწმებულია და მასზე გამოწერილია ტექმომსახურების მოწმობა;
დ) სხ-ის მასა და გაწონასწორება შესაძლებლობას იძლევა მოსალოდნელ პირობებში ფრენა შესრულდეს უსაფრთხოდ;
ე) სხ-ის ბორტზე ნებისმიერი ტვირთი სწორად არის განაწილებული და საიმედოდაა დამაგრებული;
ვ) შემოწმებამ აჩვენა, რომ საექსპლუატაციო შეზღუდვები დაგეგმილი ფრენის დროს იქნება დაცული;
ზ) მოთხოვნები ფრენის სამუშაო გეგმის შედგენის თაობაზე დაცულია.
2. გაფრენისწინა მომზადების შევსებული ფორმები ექსპლუატანტმა უნდა შეინახოს 3 თვის განმავლობაში.
3. ფრენის უსაფრთხოების, რეგულარულობის და ეფექტურობის მიზნით, ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს ეკიპაჟის წევრები და სხვა საექსპლუატაციო პერსონალი წინასაფრენოსნო ჰაერსანაოსნო ინფორმაციით ყველა იმ აეროდრომზე, რომელზეც იგი ექსპლუატაციას უწევს სხ-ებს.
4. ექსპლუატანტი ვალდებულია საფრენოსნო ეკიპაჟის და პერსონალისთვის შეიმუშაოს NOTAM-ის მომზადების და გავრცელების პროცედურები, აგრეთვე AIP-ში მოცემული ინფორმაციის მომზადების და გავრცელების პროცედურებ