1. ფრენა, რომელიც უნდა შესრულდეს ვიზუალური ფრენის წესებით, არ შეიძლება დაიწყოს მანამდე, სანამ მიმდინარე მეტეოროლოგიური ინფორმაცია, ან მიმდინარე ამინდი და ამინდის პროგნოზი არ მიუთითებს იმაზე, რომ მარშრუტზე ან მარშრუტის იმ მონაკვეთზე, რომელზეც სხ იფრენს, მეტეოროლოგიური პირობები არ იქნება ვფწ–ით ფრენის შესრულების შესაბამისი.
2. სახელსაწყო ფრენის წესებით (სფწ) ფრენისას არ სრულდება:
ა) აფრენა, ვიდრე აფრენის მომენტისთვის მეტეოროლოგიური პირობები არ შეესაბამება ან არ აღემატება გაფრენის აეროდრომზე ექსპლუატანტის მიერ დადგენილ საექსპლუატაციო მეტეოროლოგიურ მინიმუმებს;
ბ) აფრენა ან ფრენა არ გრძელდება ფრენის გეგმის შეცვლის წერტილის მიღწევის შემდეგ, ვიდრე დანიშნულების აეროდრომზე ფაქტობრივი და პროგნოზირებადი ამინდის ინფორმაცია არ მიუთითებს იმაზე, რომ მოფრენის გათვლილი დროისთვის მეტეოროლოგიური პირობები შეესაბამება ან აღემატება ექსპლუატანტის მიერ დადგენილ საექსპლუატაციო მეტეოროლოგიურ მინიმუმებს;
3. ფრენების უსაფრთხოების ადეკვატური დონის უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სათადარიგო აეროდრომზე დასაფრენად შესვლის და დაფრენის შესაძლებლობის ან შეუძლებლობის განსაზღვრისას, ექსპლუატანტი უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ექტპლუატანტისათვის დადგენილი ღრუბლების ქვედა ზღვარის და მხედველობის ნიშნულის დამატებითი მნიშვნელობების დაცვას.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები, რომელიც ეხება ამ ნიშნულის დამატებით მნიშვნელობებს, მოცემულია იკაოს DOC 9976-ში.
4. სააგენტო ამტკიცებს ექსპლუატანტის მიერ აეროდრომის გამოყენების გამოთვლილი დროის მონაკვეთს.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები, რომლებიც ეხება აეროდრომის გამოყენების გამოთვლილი დროის მონაკვეთს, მოცემულია იკაოს DOC 9976-ში.
5. ფრენა, რომელიც უნდა შესრულდეს ცნობილი ან მოსალოდნელი შემოყინვის პირობებში, შეიძლება დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხ სერტიფიცირებულია და აღჭურვილია ასეთ პირობებში საფრენად.
6. ფრენა, რომელიც იგეგმება ან მოსალოდნელია შესრულდეს ცნობილი ან სავარაუდო მიწაზე შემოყინვის პირობებში, იწყება მხოლოდ მას მერე, როდესაც სხ შემოწმდა მასზე ყინულის საფარველის აღმოსაჩენად და თუ ეს აუცილებელია, ჩატარებულია შემოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოები. სხ ყინულის ან სხვა ბუნებრივად წარმოქმნილი დაბინძურებული საფარველისგან უნდა გაიწმინდოს, რათა აფრენის წინ იგი იყოს საფრენად ვარგის მდგომარეობაშ