1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე, ექსპლუატანტებს და ეკიპაჟის წევრებს მიეწოდებათ მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიმე ქვემოთ მოყვანილი საშუალებით:
ა) ხელნაწერი ან ბეჭდური მასალები, მათ შორის, დადგენილი რუკები და ფორმები;
ბ) მონაცემები რეგულარულ ბადის წერტილებში ციფრული ფორმით;
გ) ბრიფინგი;
დ) კონსულტაცია;
ე) ინფორმაციის ჩვენება; ან
ვ) ამ პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილის ნაცვლად ფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით. ამასთან, აუცილებლობის შემთხვევაში ძალაში რჩება ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრების დაშვება კონსულტაციისთვის აეროდრომის მეტეოროლოგიურ ოფისში ამ წესის 87-ე მუხლის შესაბამისად.
2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის კონსულტაციის შესაბამისად, მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება ექსპლუატანტებს და ეკიპაჟის წევრებს, უნდა შეიცავდეს:
ა) პროგნოზებს:
ა.ა) სიმაღლეებზე ქარის და ჰაერის ტემპერატურის;
ა.ბ) სიმაღლეებზე ჰაერის ტენიანობის;
ა.გ) ფრენის ეშელონების გეოპოტენციალური აბსოლუტური სიმაღლის;
ა.დ) ტროპოპაუზის სიმაღლის და ტროპოპაუზის ტემპერატურის;
ა.ე) მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარის და სიმაღლის;
ა.ვ) ამინდის განსაკუთრებული მოვლენების (SIGWX);
ა.ზ) გროვა-საწვიმარი ღრუბლების, შემოყინულობისა და ტურბულენტობის;
შენიშვნა 1: ატმოსფეროს ზედა ფენებში ტენიანობისა და ფრენის ეშელონების გეოპოტენციური სიმაღლის პროგნოზები გამოიყენება მხოლოდ ფრენის ავტომატური დაგეგმვისას და მათი ვიზუალურად წარმოდგენა საჭირო არ არის.
შენიშვნა 2: გროვა-საწვიმარი ღრუბლების, შემოყინვისა და ტურბულენტობის პროგნოზები განკუთვნილია დასამუშავებლად და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლების საექსპლუატაციო საქმიანობისთვის შესაბამისი კონკრეტული ზღვრული მნიშვნელობების მიხედვით ვიზუალურად წარმოსადგენად.
ბ) აეროდრომის რეგულარულ მეტეოროლოგიურ შეტყობინებას (METAR) ან აეროდრომის სპეციალურ მეტეოროლოგიურ შეტყობინებას (SPECI) რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად გამოცემული TREND-პროგნოზების ჩათვლით გაფრენისა და დაგეგმილი დაფრენის აეროდრომებისთვის, აგრეთვე აფრენის, მარშრუტისა და დანიშნულების სათადარიგო აეროდრომებისთვის;
გ) აეროდრომის პროგნოზს (TAF) ან შესწორებულ TAF-ს – გაფრენისა და დაგეგმილი დაფრენის აეროდრომებისთვის, აგრეთვე აფრენის, მარშრუტისა და დანიშნულების სათადარიგო აეროდრომებისთვის;
დ) პროგნოზებს აფრენისთვის;
დ) ინფორმაციას SIGMET და შესაბამის AIREP SPECIAL შეტყობინებებს, რომლებიც ეხება შესაბამის მარშრუტს მთლიანობაში.
შენიშვნა: მზადდება მხოლოდ ის AIREP SPECIAL შეტყობინებები, რომლებიც არ იქნა გამოყენებული SIGMET ინფორმაციის მოსამზადებლად.
ე) საკონსულტაციო ინფორმაციას ვულკანური ფერფლის და ტროპიკული ციკლონების შესახებ, რომლებიც ეხება შესაბამის მარშრუტს მთლიანობაში;
ვ) რეგიონული სააერნაოსნო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზონალურ პროგნოზებს GAMET და/ან დაბალ სიმაღლეებზე ზონალური პროგნოზები რუკების სახით, რომლებიც მომზადებულია AIRMET ინფორმაციასთან დამატებით გამოსაცემად, ასევე ინფორმაციას AIRMET დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის;
ზ) გაფრთხილებებს აეროდრომზე, ადგილობრივი აეროდრომისათვის;
თ) მეტეოროლოგიური თანამგზავრებიდან მიღებულ გამოსახულებებს;
ი) მეტეოროლოგიური მიწისპირა რადიოლოკატორის მონაცემებს;
კ) პროგნოზებს ვულკანური ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ;
ლ) VONA შეტყობინებებს და შეტყობინებებს ვულკანური მოქმედების შესახებ, რომლებიც ეხება შესაბამის მარშრუტს მთლიანობაში.
3. ექსპლუატანტის მოთხოვნით, ფრენების დასაგეგმად მიწოდებულ მეტეროლოგიურ ინფორმაციაში უნდა ჩაერთოს მონაცემები ფრენის ყველაზე დაბალი გამოსაყენებელი ეშელონის დასადგენად.
4. მეტეოროლოგიურ ინფორმაციაში, რომელიც საჭიროა ფრენისწინა დაგეგმვისათვის ვერტმფრენებით ფრენების შესრულებისათვის ღია ზღვაში განლაგებულ ობიექტებზე, განსაკუთრებით უნდა მიეთითოს მოსალოდნელი ხილვადობა წყლისპირა ჰაერის ფენაში, ღრუბლების რაოდენობა და ფორმა (თუ ასეთი მონაცემები არსებობს) ღრუბლების ქვედა და ზედა საზღვრები 100 ეშელონზე დაბლა, ზღვის მდგომარეობა, ზღვის ტემპერატურა, საშუალო წნევა ზღვის დონეზე, ფაქტობრივი და მოსალოდნელი ტურბულენტობა, შემოყინულობა, რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისა