1. ზმპც-დან მიღებული ინფორმაცია ატმოსფეროს მაღალი ფენების შესახებ რეგულარული ბადის კვანძებში, რომელიც განკუთვნილია წინასაფრენოსნო დაგეგმარების და ფრენისას განახლებული დაგეგმარებისთვის, მზადდება რეგულარული ბადის კვანძების კოდური ფორმით.
2. ინფორმაცია ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ, რომელიც განკუთვნილია წინასაფრენოსნო დაგეგმარების და ფრენისას განახლებული დაგეგმარებისათვის, გავრცელდება IWXXM ფორმითაც, ამ წესის №5 დანართის A5-5 ცხრილის შესაბამისად.
3. წინასაფრენოსნო დაგეგმარების და ფრენისას განახლებული დაგეგმარებისათვის განკუთვნილი დამატებითი მონაცემები, რომელიც თან ახლავს პროგნოზს ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ, შედგენილი უნდა იყოს გრაფიკული ფაილის ფორმატში (PNG), ამ წესის №5 დანართის A5-5 ცხრილის შესაბამისა