1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს აეროდრომზე მეტეოროლოგიური დაკვირვების მონაცემების შეკრება და შენახვა, რისი საშუალებითაც შეიძლება:
ა) შედგეს აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილები ყველა ძირითადი და სათადარიგო საერთაშორისო აეროდრომისათვის, რომლებიც განლაგებულია ამ ქვეყნის ტერიტორიაზე;
ბ) საავიაციო მომხმარებელს წარედგინოს გარკვეული პერიოდის კლიმატოლოგიური ცხრილები, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და მომხმარებელს შორის შეთანხმების საფუძველზე.
2. კლიმატოლოგიურ ცხრილში, საჭიროების მიხედვით, უნდა მიეთითოს:
ა) საშუალო სიდიდეები და გადახრები, მათ შორის, მეტეოროლოგიური ელემენტების (მაგალითად, ტემპერატურა) მაქსიმალური და მინიმალური სიდიდეები;
ბ) მიმდინარე ამინდის წარმოშობის სიხშირე, რომელიც გავლენას ახდენს ფრენის შესრულებაზე აეროდრომის ტერიტორიაზე (მაგალითად, ქვიშის ქარიშხალი);
გ) ერთი ელემენტის წარმოშობის სიხშირე ან ორი და მეტი ელემენტის ერთობლიობა, რომელთაც გააჩნია გარკვეული მნიშვნელობა (მაგალითად, შეზღუდული ხილვადობისა და დაბალი ღრუბლიანობის ერთობლიობა).
3. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია აეროდრომების კლიმატოლოგიური ცნობების მოსამზადებლა