1. აეროდრომის გაფრთხილებები გამოიცემა აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისის მიერ და შეიცავს მოკლე ინფორმაციას იმ მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, რომელმაც შეიძლება დააზიანოს მიწაზე მყოფი საჰაერო ხომალდები, მათ შორის, სადგომზე მყოფი საჰაერო ხომალდები, აგრეთვე - სააეროდრომო დანადგარები, საშუალებები და სამსახურები.

2. აეროდრომის გაფრთხილებები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შემდეგი, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი  მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ:

ა) ტროპიკული ციკლონი (იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი ქარის 10 წუთიანი საშუალო სიჩქარე  აეროდრომზე არის ან აღემატება 17 მ. წამს (34 კვანძი));

ბ) ჭექა-ქუხილი;

გ) სეტყვა;

დ) თოვლი (მათ შორის, თოვლის ფაქტობრივი ან მოსალოდნელი დაგროვება);

ე) გადაციებული ნალექი;

ვ) ყინვა;

ზ) თეთრი თრთვილი ან ნამქერი;

თ) მტვრის ქარიშხალი;

ი) ქვიშის ქარიშხალი;

კ) გადატანილი მტვერი ან ქვიშა;

ლ) ძლიერი მიწისპირა ქარი და დაქროლვა;

მ) ქარტეხილი;

ნ) ვულკანური ფერფლი;

ო) ცუნამი;

პ) ტოქსიკური ქიმიკატები;

ჟ) სხვა მოვლენები, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.

3. აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ოფისმა უნდა გააუქმოს აეროდრომის გაფრთხილებები მაშინ, როდესაც პირობები აღარ დაიკვირვება ან როდესაც მოსალოდნელი არ არის, რომ ისინი აეროდრომზე წარმოიქმნება.

4. აეროდრომის გაფრთხილებები გამოიცემა ღია ტექსტით, იკაოს მიერ აღიარებული, მარტივად აღსაქმელი შემოკლებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენებით,  ამ წესის №7 დანართის A7-6 ცხრილის შესაბამისად,  საჰაერო ხომალდის ან აეროდრომის ექსპლუატანტის მოთხოვნის საფუძველზე. თუ იკაოს მიერ აღიარებული შემოკლებები არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენება ინგლისური ენით შედგენილი მოკლე ტექსტი იმ ელემენტების აღსაწერად, რომლის ტექსტით შედგენის საშუალებასაც იძლევა ინფორმაციის შეტყობინების ნიმუში.

5. აეროდრომის გაფრთხილებებს ამ წესის №7 დანართის A7-6 ცხრილის შესაბამისად, ენიჭება რიგითი ნომერი, რომელიც განსაზღვრავს გარკვეულ აეროდრომზე გაცემული გაფრთხილებების რიგითობას, მოცემული დღის 00.01 -დან (UTC).

6. კრიტერიუმები აეროდრომის გაფრთხილების გამოსაცემად დგინდება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და იმ მხარეს შორის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც სარგებლობს ამ გაფრთხილები