1. ჭექა-ქუხილი და გროვა-საწვიმარი ღრუბლები რაიონში უნდა ჩაითვალოს:
ა) დაფარულად (OBSC), თუ ისინი დაფარულია ჯანღით ან ბურით და მათზე დაკვირვება გართულებულია სიბნელის გამო;
ბ) შენიღბულად (EMBD), თუ ისინი დამალულია ღრუბლების ფენებს შორის და არ არის ადვილი მათი ამოცნობა;
გ) ცალკეულად (ISOL), თუ ისინი შედგება ცალკეული ელემენტებისაგან ზემოქმედების ან პროგნოზირებული ზემოქმედების (ფიქსირებულ დროს ან პროგნოზის მოქმედების პერიოდში) რაიონის ფართობის 50 % მაქსიმალური დაფარვით;
დ) იშვიათად (OCNL), თუ ისინი შედგება საკმაოდ დაცალკევებული ელემენტებისაგან ზემოქმედების ან პროგნოზირებული ზემოქმედების (ფიქსირებულ დროს ან პროგნოზის მოქმედების პერიოდში) რაიონის ფართობის 50%-75% მაქსიმალური დაფარვით.
2. ჭექა-ქუხილის მოქმედება რაიონში ითვლება გახშირებულად (FRQ), თუ აღნიშნული რაიონის ფარგლებში მეზობელ ჭექა-ქუხილის ფრონტალურ ზედაპირებს შორის ინტერვალები ზემოქმედების ან პროგნოზირებული ზემოქმედების (ფიქსირებულ დროს ან პროგნოზის მოქმედების პერიოდში) რაიონის 75% ფართობზე მაქსიმალური დაფარვით უმნიშვნელოა ან არ არსებობს.
3. ქარტეხილის ხაზი (SQL) ნიშნავს ჭექა-ქუხილის მოქმედებას ფრონტის გასწვრივ უმნიშვნელო ინტერვალებით ცალკეულ ღრუბლებს შორის ან ასეთი ინტერვალების არარსებობას.
4. სეტყვა (GR) გამოიყენება ჭექა-ქუხილის მოქმედების დამატებითი აღწერისათვის.
5. ძლიერ და ზომიერ ტურბულენტობას მიეკუთვნება მხოლოდ ტურბულენტობა დაბალ სიმაღლეებზე, დაკავშირებული ძლიერ მიწისპირა ქართან, ჭავლურ დინებებთან ან ტურბულენტობა ღრუბლებში და მის ფარგლებს გარეთ (САТ). არ მიეთითება კონვექციურ ღრუბლებთან დაკავშირებული ტურბულენტობა.
6. ტურბულენტობად ითვლება:
ა) ძლიერად, როდესაც EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა უდრის ან აჭარბებს 0.45-ს;
ბ) ზომიერად, როდესაც EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა უდრის ან აჭარბებს 0.20-ს და ნაკლებია 0.45-ზე.
7. ძლიერი და ზომიერი შემოყინულობა (ICE) უნდა მიეთითოს, თუ ის მიეკუთვნება არაკონვექციური ღრუბლების შემოყინულობას. გადაციებული წვიმა (FZRA) მიეკუთვნება ძლიერი შემოყინულობის პირობებს, რომელიც დაკავშირებულია ყინულოვან წვიმასთან.
8. მთის ტალღა (MTW) უნდა ჩაითვალოს:
ა) ძლიერად, თუ თან სდევს 3,0 მ/წ (600 ფტ/წთ) სიჩქარის ან მეტი დაღმავალი დინებები და/ან დაიკვირვება ან პროგნოზირდება ძლიერი ტურბულენტობა;
ბ) ზომიერად, თუ თან სდევს 1,75-3,0 მ/წ (350-600 ფტ/წთ) სიჩქარის ან მეტი დაღმავალი დინებები და/ან დაიკვირვება ან პროგნოზირდება ზომიერი ტურბულენტობა.
9. ქვიშის/მტვერის ქარიშხალი უნდა ჩაითვალოს:
ა) ძლიერად, თუ ხილვადობა 200 მ-ზე ნაკლებია და ცის მდგომარეობის განსაზღვრა გართულებულია;
ბ) ზომიერად, თუ ხილვადობა:
ბ.ა) 200 მ-ზე ნაკლებია და ცის მდგომარეობის განსაზღვრა შესაძლებელია; ან
ბ.ბ) 200-600 მეტრის დიაპაზონში