1. სააეროდრომო დაკვირვებები უდა ითვალისწინებდნენ დამატებითი ინფორმაციის ჩართვას განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, პირველ ყოვლისა, დასაფრენად შემოსვლისა და სიმაღლის აკრეფის ზონებში, და, კერძოდ, შემდეგი მოვლენების ადგილმდებარეობის შესახებ: გროვა-საწვიმარი ღრუბლებისა და ჭექა-ქუხილის, ზომიერი ან ძლიერი ტურბულენტობის, ქარის წანაცვლების, სეტყვის, ძლიერი ქარტეხილის ხაზის, ზომიერი ან ძლიერი შემოყინვის, გადაციებული ნალექების, ძლიერი მთის ტალღების, ქვიშიანი ქარიშხლის, საერთო ქარბუქისა და ძაბრისმაგვარი ღრუბლების(ტორნადო ან წყლის ქარბორბალა). იქ, სადაც პრაქტიკულად ეს შესაძლებელია, ასეთი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ცნობებს მოცემული მოვლენის ვერტიკალური გავრცელების, აგრეთვე გადაადგილების მიმართულებისა და სიჩქარის შესახებ. იმის გამო, რომ ამჟამად შემოყინვაზე, ტურბულენტობაზე, მნიშვნელოვანწილად კი ქარის წანაცვლებაზე არ შეიძლება საკმაოდ კარგად ვაწარმოოთ დაკვირვებები მიწიდან, მონაცემები მათი არსებობის შესახებ მიღებულ უნდა იქნეს საჰაერო ხომალდებიდან დაკვირვების შედეგად სიმაღლის აკრეფის ან დასაფრენად შემოსვლის ეტაპებზე.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც დაკვირვებები ხორციელდება ავტომატური დანადგარების გამოყენებით, საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის ხელით შეყვანის შესაძლებლობა, რომელიც ეხება განსაკუთრებულ მეტეოროლოგიურ პირობებს, რომლებზედაც ჯეროვანი დაკვირვებები არ შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს ამ დანადგარებით.
3. იმ შემთხვევებში, როდესაც აეროდრომზე დაიკვირვება ნებისმიერი ქვემოჩამოთვლილი ამინდის მოვლენა ან მათი ერთობლიობა უკანასკნელი გამოშვებული რეგულარული შეტყობინების შემდგომ პერიოდში ან გასული საათის განმავლობაში, იმის მიხედვით, ამ პერიოდებიდან რომელი უფრო მცირეა, მაგრამ არა დაკვირვების მომენტში, მათ შესახებ უნდა გადაიცეს დამატებით ინფორმაციაში, მაქსიმუმი სამი ჯგუფის გამოყენებით:
ა) ყინულოვანი ნალექები;
ბ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);
გ) ზომიერი ან ძლიერი საერთო ქარბუქი (ქარბუქის ჩათვლით);
დ) მტვრიანი ან ქვიშიანი ქარიშხალი;
ე) ჭექა-ქუხილი;
ვ) ძაბრისმაგვარი ღრუბელი (ტორნადო ან წყლის ქარბორბალა);
ზ) ვულკანური ფერფლი.
4. არსებული დამატებითი ინფორმაცია ჩართული უნდა იქნეს ადგილობრივ რეგულარულ და საგანგებო შეტყობინებებში, რისთვისაც გამოიყენება ქვემო ჩამოთვლილი შემოკლებები ან მათი ერთობლიობა:
ა) გროვა-საწვიმარი ღრუბლებისა და განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობებისათვის: «CB», «TS», «MOD TURB», «SEV TURB», «WS», «GR», «SEV SQL», «MOD ICE», «SEV ICE», «FZDZ», « FZRA», SEV MTW», «SS», «DS», «BLSN», «FC»;
ბ) მოვლენის ადგილმდებარეობისათვის: «IN APCH», «IN CLIMBOUT», ან «INC»; და
გ) არა დიდიხნის წინა ამინდის მოვლენებისათვის: «REFZDZ», «REFZRA», «REDZ», «RERA», «RESN», «RESG», «REGR», «REGS», «REPL», «ღESHSN», «RESHRA», «RESHSG», «RESHPL», «RESHGR», «RESHGS», «REIC», «REBLSN», «RESS», «REDS», «RETS», «REFC» ან «REVA». საჭიროების შემთხვევაში უნდა გადაიცეს დამატებითი ინფორმაცია, რისთვისაც უნდა იქნეს გამოყენებული ღია ტექსტი შემოკლებებით.
5. შეტყობინებებში, რომლებიც დგება კოდური ფორმით METAR/SPECI ჩართული უნდა იქნეს მონაცემები გასული ამინდის მოვლენების შესახებ, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ფრენების წარმოებაზე (IV თავის მე-19 მუხლის მესამე პუნქტი), და აეროდრომზე დაიკვირვებოდნენ ბოლო რეგულარული შეტყობინების გამოშვების შემდგომ პერიოდში ან გასული საათის განმავლობაში, იმისდა მიხედვით, თუ ამ პერიოდებიდან რომელი უფრო მცირეა, მაგრამ არა დაკვირვების დროს და როცა ეს გამართლებულია ადგილობრივი პირობებით. ინფორმაცია ქარის წანაცვლებაზე, აგრეთვე სხვა დამატებითი ინფორმაცია ასეთ შეტყობინებებში ჩართული უნდა იქნეს მხოლოდ სააერონავიგაციო შეთანხმების შესაბამისად.
შენიშვნა: ადგილობრივ პირობებში, რომლებზედაც მითითებულია IV თავის მე-19 მუხლის მეხუთე პუნქტში, შედის (მაგრამ აუცილებელი არ არის ამით შემოისაზღვროს) მუდმივი ხასიათის ქარის წანაცვლებაც, რომელიც მაგალითად შეიძლება დაკავშირებული იყოს ტემპერატურულ ინვერსიებთან დაბალ სიმაღლეებზე ან ადგილობრივ ტოპოგრაფიასთან.
6. ინფორმაცია ზღვის ზედაპირის ტემპერატურისა და ზღვის მდგომარეობის შესახებ საავიაციო მეტეოსადგურისა, რომელიც განლაგებულია ღია ზღვაში მდებარე ნაგებობებზე ვერტმფრენების ფრენების უზრუნველყოფისათვის, ჩართული უნდა იქნეს შეტყობინებებში კოდური ფორმით METAR/SPECI ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია სააერონავიგაციო შეთანხმებით.
7. ცნობები ადზ-ის მდგომარეობის შესახებ, რომლებიც გაიცემა აეროპორტის შესაბამისი სრულუფლებიანი ორგანოს მიერ, სააერონავიგაციო შეთანხმების შესაბამისად, ჩართული უნდა იქნეს შეტყობინებებში კოდური ფორმით METAR/SPECI
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.12.2011
მუხლი 19. დაკვირვებები სხვა მოვლენებზე და შეტყობინებები
თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 66. ინფორმაცია ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებზე (SIGWX)
- მუხლი 12. ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზების შინაარსი
- მუხლი 73. კრიტერიუმები შეტყობინება SIGMET და AIRMET-ში ჩართული მოვლენების შესახებ და სპეციალური შეტყობინება საჰაერო ხომალდიდან (კავშირის ხაზი „მაღლა“) და აეროდრომის გაფრთხილებები
- მუხლი 32. სპეციალური დაკვირვებები საჰაერო ხომალდებიდან
- მუხლი 48. სპეციალური დაკვირვებები საჰაერო ხომალდებიდან
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. დაკვირვებები ხილვადობაზე და შეტყობინებები
- მუხლი 14. ადზ-ზე ხილვადობის მანძილზე დაკვირვება და შეტყობინებები
- მუხლი 15. დაკვირვებები მიმდინარე ამინდის მოვლენებზე და შეტყობინებები
- მუხლი 16. დაკვირვებები ღრუბლებზე და შეტყობინებები
- მუხლი 17. დაკვირვებები ჰაერის ტემპერატურაზე, ნამის წერტილის ტემპერატურაზე და შეტყობინებები
- მუხლი 18. დაკვირვებები წნევის სიდიდეებზე და შეტყობინებები
- მუხლი 20. შეტყობინებების შინაარსი
- მუხლი 21. დაკვირვებები ვულკანურ მოქმედებებზე და შეტყობინებები
- მუხლი 23. დაკვირვებები საჰაერო ხომალდებიდან და მათი გადაცემა
- მუხლი 24. საჰაერო ხომალდებიდან შეტყობინებების შინაარსი
- მუხლი 25. პროგნოზების ინტერპრეტაცია და გამოყენება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №50, 15.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.006.025 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56248/muxli-19/