1. ადგილობრივ რეგულარულ და საგანგებო შეტყობინებებში და რეგულარულ და საგანგებო შეტყობინებებში, რომლებიც დგება კოდური ფორმით METAR/SPECI, ჩაირთვება შემდეგი ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემომოყვანილი თანმიმდევრობით (იმის გამორიცხვით, რომ ადგილობრივ საგანგებო შეტყობინებებში აუცილებელი არ არის ჩართული იქნეს ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებულია IV თავის მე-10 მუხლის მეოთხე პუნქტში).
ა) შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი;
ბ) ადგილმდებარეობის ინდექსი;
გ) დაკვირვების ვადა;
დ) მიწისპირა ქარის მიმართულება და სიჩქარე;
ე) ხილვადობა;
ვ) ხილვადობის მანძილი ადზ-ზე, აუცილებლობის შემთხვევაში;
ზ) მიმდინარე ამინდი;
თ) რაოდენობა, ფორმა (მხოლოდ გროვა-საწვიმარი, კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლებისათვის აეროდრომზე ან მის შემოგარენში) და ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე;
ი) ჰაერის ტემპერატურა და ნამის წერტილის ტემპერატურა;
კ) QNH და, აუცილებლობის შემთხვევაში, QFE (QFE ჩაირთვება მხოლოდ ადგილობრივ შეტყობინებებში აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიურ ორგანოს, საჰაერო მოძრაობის ორგანოს სრულუფლებიანი ორგანოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე);
ლ) დამატებითი ინფორმაცია.
2. როდესაც დაკვირვების დროს ერთდროულად ადგილი აქვს შემდეგ პირობებს:
ა) ხილვადობა 10 კმ ან მეტია;
ბ) არ არის ღრუბლები 1500 მ-ზე (5000 ფუტი) დაბლა ან სექტორში მინიმალური სიმაღლის ზედა ზღვრის დაბლა (იმისდა მიხედვით თუ რომელი მეტია) და არ არის გროვა-საწვიმარი ღრუბლები; და
გ) არ არის ავიაციისათვის საყურადღებო ამინდის პირობები, რომლებიც მითითებულია IV თავის მე-15 მუხლის მეოთხე და მეხუთე პუნქტებში.
მაშინ ინფორმაცია ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის მანძილის, მიმდინარე ამინდის, ღრუბლების რაოდენობის, ტიპისა და სიმაღლის შესახებ ყველა მეტეოროლოგიურ შეტყობინებებში იცვლება ტერმინით «CAVOK» (კარგი)