1. საჰაერო ხომალდებიდან წარმოებს შემდეგი დაკვირვებები:
ა) რეგულარული დაკვირვებები სიმაღლის აკრეფისა და მარშრუტზე ფრენის დროს;
ბ) საგანგებო და სხვა არარეგულარული დაკვირვებები ფრენის ნებისმიერ ეტაპზე.
2. დაკვირვებების მონაცემები გადაიცემა ფრენის დროს დაკვირვების ჩატარებისთანავე ან, შესაძლებლობის მიხედვით, დაუყოვნებლივ, დაკვირვების ჩატარების შემდეგ.
3. ღია ზღვაში განლაგებული ნაგებობების აეროდრომზე ვერტმფრენების ფრენების უზრუნველყოფისათვის ამ აეროდრომებიდან უნდა ტარდებოდეს რეგულარული დაკვირვებები ვერტმფრენებიდან შესაბამისად შეთანხმებისა აეროდრომის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტებს შორის.
4. საგანგებო დაკვირვებები საჰაერო ხომალდებიდან ტარდება, როდესაც დაიკვირვება შემდეგი პირობები:
ა) ძლიერი ტურბულენტობა; ან
ბ) ძლიერი შემოყინვა, ან
გ) ძლიერი მთის ტალღა, ან
დ) ღრუბლებით დაფარული გარემომცველი ჭექა-ქუხილები სეტყვით, ან ქარტეხილით, ან
ე) ღრუბლებით დაფარული გარემომცველი ჭექა-ქუხილები სეტყვის გარეშე ან ქარტეხილით, ან
ვ) ძლიერი მტვრიანი ან ძლიერი ქვიშიანი ქარიშხალი, ან
ზ) ვულკანური ფერფლის ღრუბელი
თ) ვულკანური მოქმედებები, რომლებიც წინ უსწრებენ ამოფრქვევას, ან ვულკანური ამოფრქვევა.
5. იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს ისეთ მეტეოროლოგიურ პირობებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ მუხლის მეოთხე პუნქტში, მაგალითად, ქარის წანაცვლება და რომლებმაც საჰაერო ხომალდის მეთაურის აზრით შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ფრენის უსაფრთხოებაზე, იგი ამის შესახებ აცნობებს საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში, უმოკლეს დროში.
შენიშვნა: ცნობილია, რომ შემოყინვა, ტურბულენტობა და მნიშვნელოვანწილად, ქარის წანაცვლება მიეკუთვნებიან ისეთ მოვლენებს, რომლებზედაც ჯერჯერობით მიწიდან შეუძლებელია საიმედო დაკვირვება, ამიტომ ერთადერთ დასაბუთებად მათი არსებობისა არის დაკვირვებები საჰაერო ხომალდებიდან.
6. საჰაერო ხომალდებიდან შეტყობინებებში ქარის წანაცვლების შესახებ სიმაღლის აკრეფისა და დასაფრენად შემოსვლის ზონებში მითითებული უნდა იქნეს საჰაერო ხომალდის ტიპი.
7. იმ შემთხვევებში, როდესაც მეტეოროლოგიურ შეტყობინებებში ან პროგნოზებში მითითებულია ქარის წანაცვლების შესახებ დასაფრენად შემოსვლისა და სიმაღლის აკრეფის ზონებში, მაგრამ ფაქტიურად ქარის წანაცლება არ დაიკვირვება, მაშინ საჰაერო ხომალდის მეთაურმა უნდა აცნობოს ამის შესახებ საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში, უმოკლეს დროში