1. პროგნოზებს დაფრენისათვის ადგენს ლიცენზირებული აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო, რომელიც დანიშნულია სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოდ; ასეთი პროგნოზები განკუთვნილია ადგილობრივი მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც აეროდრომიდან იმყოფებიან 1 საათის საფრენი დროის ფარგლებში.
2. პროგნოზები დაფრენისათვის დგება სააერონავიგაციო შეთანხმების შესაბამისად «TREND»-ის ტიპის პროგნოზის სახით იმ ნიმუშის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია დამატება 2-ში.
3. აეროდრომზე «TREND»-ის ტიპის პროგნოზი დაფრენისათვის შედგება ადგილობრივი რეგულარული, ან ადგილობრივი საგანგებო შეტყობინებისაგან, რეგულარული ან საგანგებო შეტყობინებისაგან კოდური ფორმით METAR/SPECI, რომელსაც თან ერთვის აეროდრომზე მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების მოკლე აღწერა. «TREND»-ის ტიპის პროგნოზების მოქმედების პერიოდი შეადგენს 2 საათს იმ დროიდან, როდესაც შედგენილია შეტყობინება, რომელიც წარმოადგენს ნაწილს პროგნოზისა დაფრენისათვის. «TREND»-ის ტიპის პროგნოზში დაფრენისათვის მიეთითება მნიშვნელოვანი ცვლილებები ერთი ან რამდენიმე შემდეგი ელემენტისა: მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ამინდისა და ღრუბლების. ჩაირთვებიან მხოლოდ ის ელემენტები, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, მნიშვნელოვნად შეიცვლებიან. მაგრამ ღრუბლების მნიშვნელოვანი ცვლილების დროს მიეთითება ღრუბლების ყველა ჯგუფი, იმ ფენებისა და მასივების ჩათვლით, რომელთა ცვლილებაც მოსალოდნელი არ არის. ხილვადობის მნიშვნელოვანი ცვლილების დროს აგრეთვე მიეთითება მოვლენა, რომელმაც გამოიწვია ხილვადობის შემცირება. თუ არავითარი ცვლილება მოსალოდნელი არ არის, ამის შესახებ მიეთითება ტერმინი «NOSIG»-ის გამოყენებით.
4. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია ელემენტების ცვლილება, შეტყობინების ტრენდული ნაწილი იწყება ერთი რომელიმე ცვლილების ინდექსით: «BECMG» ან «TEMPO».
5. ცვლილების ინდექსი «BECMG» გამოიყენება პროგნოზირებული ცვლილებების აღწერისათვის, როდესაც, როგორც მოსალოდნელია, მეტეოროლოგიური პირობები მიაღწევენ ან გადააჭარბებენ დადგენილ მნიშვნელობებს მუდმივი ან ცვალებადი სიჩქარით. პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, ან ვადა, როდესაც მოსალოდნელია ცვლილება, მიეთითება შესაბამისად შემოკლებების გამოყენებით «FM», «TL» ან «AT», შემდგომ კი მოდის დროის ჯგუფი საათებში. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება და მთლიანად დასრულდება «TREND»-ის ტიპის პროგნოზის მოქმედების განმავლობაში, ცვლილების დაწყება და დამთავრება მიეთითება შესაბამისად «FM» და «TL» შემოკლებების გამოყენებით, შესაბამისი დროის ჯგუფებით. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება «TREND»-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის დასაწყისში, მაგრამ დასრულდება ამ პერიოდის დამთავრებამდე, შემოკლება «FM» შესაბამისი დროის ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ შემოკლება «TL» შესაბამისი დროის ჯგუფით. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება «TREND»-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის განმავლობაში და დასრულდება ამ პერიოდის ბოლოს, შემოკლება «TL» შესაბამისი დროის ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ შემოკლება«FM»შესაბამისი დროის ჯგუფით. თუ პროგნოზირ დება, რომ ცვლილება მოხდება «TREND»-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის განმავლობაში გარკვეულ დროს, მაშინ გამოიყენება შემოკლება «AT» დროის შესაბამისი ჯგუფით. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება «TREND»-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის დასაწყისში და დამთავრდება ამ პერიოდის ბოლოს, ან როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება მოხდება «TREND»-ის ტიპის პროგნოზის პერიოდში, ხოლო ცვლილების დრო უცნობია, მაშინ შემოკლებები «FM», «TL» ან «AT» შესაბამისი დროის ჯგუფებით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ ცვლილების ინდექსი «BECMG».
6. ცვლილების ინდექსი «TEMPO» გამოიყენება მეტეოროლოგიური პირობების პროგნოზირებული დროში ცვლილებების აღწერისათვის, რომლებიც აღწევენ ან აჭარბებენ დადგენილ მნიშვნელობებს და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შენარჩუნებული იქნებიან 1 საათზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მთლიანობაში კი – პერიოდის ნახევარზე ნაკლები, რომლის განმავლობაშიც პროგნოზირდება ცვლილება. პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პროგნოზირდება დროებითი ცვლილებები, მიეთითება შემოკლებების «FM» და/ან «TL»გამოყენებით, რომელთა შემდეგ მოდის დროის ჯგუფი საათებში და წუთებში. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირდება, რომ მეტეოროლოგიური პირობების დროითი ცვლილებები დაიწყება და მთლიანად დასრულდება «TREND»-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის განმავლობაში, მაშინ მიეთითება დაწყება და დასრულება დროითი ცვლილებების პერიოდისა შემოკლებების გამოყენებით «FM» და «TL» შესაბამისი დროის ჯგუფებით. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირდება, რომ დროითი ცვლილებების პერიოდი დაიწყება «TREND»-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის დასაწყისში, მაგრამ დამთავრდება ამ პერიოდის დასრულებამდე, შემოკლება «FM» დროის შესაბამისი ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება შემოკლება «TL» შესაბამისი დროის ჯგუფით. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია, რომ დროითი ცვლილებების პერიოდი დაიწყება «TREND»-ის ტიპის პროგნოზის პერიოდში და დამთავრდება ამ პერიოდის ბოლოს, შემოკლება «TL» შესაბამისი დროის ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ შემოკლება «FM» შესაბამისი დროის ჯგუფით. თუ მოსალოდნელია, რომ დროითი ცვლილებების პერიოდი დაიწყება «TREND»-ის ტიპის პროგნოზის დასაწყისში და დასრულდება ამ პერიოდის ბოლოს, ორივე შემოკლება «FM» და «TL» შესაბამისი დროითი ჯგუფებით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ ცვლილების ინდექსი «TEMPO».
7. ნიშანი «PROB» «TREND»-ის ტიპის პროგნოზში არ გამოიყენება.
8. დაფრენისათვის პროგნოზის ტრენდულ ნაწილში მიეთითება მიწისპირა ქარის ცვლილებები, რომლებსაც თან ახლავს:
ა) ქარის საშუალო მიმართულების ცვლილება 60°-ით ან მეტით, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ 5 მ/წმ ან მეტია;
ბ) ქარის საშუალო სიჩქარის ცვლილება 5 მ/წმ-ით ან მეტით;
გ) ქარის ცვლილებები, რომლებიც აჭარბებენ საექსპლუატაციო თვალსაზრისით საყურადღებო მნიშვნელობებს; ზღვრული მნიშვნელობები უნდა დადგინდეს სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ საჰაერო მოძრაობის ორგანოს შესაბამის სრულუფლებიან ორგანოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტებთან კონსულტაციების საფუძველზე, ქარის ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც:
ა) მოითხოვენ გამოყენებული ადზ-ის შეცვლას და
ბ) მოწმობენ იმას, რომ გვერდითი და ზურგქარის მდგენელების ცვლილებებმა ადზ-ზე გადააჭარბეს მნიშვნელობებს, რომლებიც წარმოადგენენ ძირითად საექსპლუატაციო ზღვარს ტიპური საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც ასრულებენ ფრენებს მოცემულ აეროდრომზე.
9. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას, ან ხილვადობა გაუარესდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე: 150, 350, 600, 800, 1500 ან 3000 მ, მაშინ დაფრენისათვის პროგნოზის ტრენდულ ნაწილში მიეთითება ასეთი ცვლილება. იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი სრულდება ვიზუალური ფრენის წესებით, პროგნოზებში დამატებით მიეთითება ცვლილება მაშინ, როდესაც ხილვადობა აღწევს ან აჭარბებს 5000 მ-ს.
10. დაფრენისათვის პროგნოზის ტრენდულ ნაწილში მიეთითება მოსალოდნელი დაწყება, დამთავრება ან ინტენსივობის ცვლილება ერთი ან რამდენიმე (მაქსიმუმი სამი) შემდეგი ამინდის მოვლენისა ან მათი ერთობლიობის:
ა) ყინულოვანი ნალექები;
ბ) ყინულოვანი ნისლი;
გ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);
დ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;
ე) მტვრის ქვემო ქარბუქი, ქვიშის ქვემო ქარბუქი ან საერთო ქარბუქი (ქარბუქის ჩათვლით);
ვ) მტვრიანი ქარიშხალი;
ზ) ქვიშიანი ქარიშხალი;
თ) ჭექა-ქუხილი (ნალექებით ან უნალექოდ);
ი) ქარტეხილი;
კ) ძაბრისმაგვარი ღრუბელი (ტორნადო ან ქარბორბალა);
ლ) სხვა ამინდის მოვლენები, რომლებიც მითითებული IV თავის მე-15 მუხლის მეოთხე პუნქტში, მხოლოდ თუ მოსალოდნელია, რომ ისინი გამოიწვევენ ხილვადობის მნიშვნელოვან ცვლილებას.
ამ მოვლენების მოსალოდნელი შეწყვეტა მიეთითება შემოკლება «NSW»-ის გამოყენებით.
11. შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ BKN ან OVC რაოდენობის ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე მოიმატებს და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას, ან როდესაც მოსალოდნელია BKN ან OVC რაოდენობის ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე შემცირდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე: 30, 60, 150, 300 და 450 მ (100, 200, 500, 1000 და 1500 ფუტი), დაფრენისათვის პროგნოზის ტრენდულ ნაწილში ასეთი ცვლილება უნდა მიეთითოს. იმ შემთხვევაში, როდესაც ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე 450 მ-ზე (1500 ფუტი) ნაკლებია, აგრეთვე მოსალოდნელია, რომ იგი კიდევ შემცირდება ან მოიმატებს, დაფრენისათვის პროგნოზის ტრენდულ ნაწილში მიეთითება ღრუბლების რაოდენობის ცვლილება მომატების მხარეს «SKC», «FEW» ან SCT-დან «BKN» ან «OVC»-მდე ან ცვლილება შემცირების მხარეს «BKN» ან «OVC»-დან «SKC», «FEW» ან SCT-მდე. თუ პროგნოზირდება ღრუბლების არყოფნა 1500 მ-დე ან სექტორში უმაღლეს მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეზე დაბლა, იმის და მიხედვით, თუ რომელია მეტი, ხოლო შემოკლება «CAVOK» და «SKC» ამინდის პირობების აღწერისათვის არ გამოდგებიან, მაშინ გამოყენებული უნდა იქნეს შემოკლება «NSC».
12. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ცის თაღი დარჩება დაბინდული ან დაიბინდება და აეროდრომზე არის ვერტიკალურ ხილვადობაზე დაკვირვებების მონაცემები და როდესაც პროგნოზის მიხედვით ვერტიკალური ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან როდესაც პროგნოზის მიხედვით ვერტიკალური ხილვადობა გაუარესდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე: 30, 60, 150 ან 300 მ (100, 200, 500 ან 1000 ფუტი), დაფრენისათვის პროგნოზის ტრენდულ ნაწილში ასეთი ცვლილება მიეთითება.
13. აეროდრომის ადგილობრივი საექსპლუატაციო მინიმუმების გათვალისწინებით გარდა VI თავის 27-ე მუხლის მერვე-მეთორმეტე პუნქტებში ჩამოთვლილი ცვლილების კრიტერიუმებისა, გამოიყენება აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექპლუატანტს (ექსპლუატანტებს) შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.
14. ელემენტების თანმიმდევრობა, ტერმინოლოგია, საზომი ერთეულები და შკალები, რომლებიც გამოიყენება დაფრენისათვის პროგნოზის ტრენდულ ნაწილში, არის შეტყობინებების კომპონენტების ანალოგიური, რომელსაც იგი ერთვის
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.12.2011
მუხლი 27. პროგნოზები დაფრენისათვის
თავი VI — პროგნოზები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 95. „TREND“-ის ტიპის პროგნოზის კრიტერიუმები
- მუხლი 64. „TREND“-ის ტიპის პროგნოზის კრიტერიუმები
- მუხლი 39. პროგნოზები დაფრენისათვის
- მუხლი 63. პროგნოზები დაფრენისათვის
- მუხლი 61. მეტეოროლოგიური ელემენტების შესახებ ინფორმაციის ჩართვა პროგნოზებში „TAF“
- მუხლი 93. მეტეოროლოგიური ელემენტების შესახებ ინფორმაციის ჩართვა პროგნოზებში „TAF“
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. შეტყობინებების შინაარსი
- მუხლი 21. დაკვირვებები ვულკანურ მოქმედებებზე და შეტყობინებები
- მუხლი 23. დაკვირვებები საჰაერო ხომალდებიდან და მათი გადაცემა
- მუხლი 24. საჰაერო ხომალდებიდან შეტყობინებების შინაარსი
- მუხლი 25. პროგნოზების ინტერპრეტაცია და გამოყენება
- მუხლი 26. აეროდრომის პროგნოზები
- მუხლი 28. პროგნოზები მარშრუტზე
- მუხლი 29. პროგნოზები აფრენისათვის
- მუხლი 30. ინფორმაცია SIGMET
- მუხლი 31. SIGMET-ის შეტყობინების ფორმატი
- მუხლი 32. ინფორმაცია AIRMET
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 27, №50, 15.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.006.025 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56248/muxli-27/