1. პროგნოზებში მარშრუტებზე მოცემულია ინფორმაცია სიმაღლეებზე ქარის, ჰაერის ტემპერატურის, ამინდის განსაკუთრებული მოვლენებისა და ღრუბლიანობის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში პროგნოზებში შეიძლება ჩართული იქნეს დამატებითი ელემენტები. ეს ინფორმაცია ასახავს მოთხოვნებს ფრენების შესრულებისათვის, რომელთა უზრუნველყოფისათვისაც განკუთვნილია ეს პროგნოზები, მარშრუტის სიმაღლის, სივრცისა და დროის გათვალისწინებით.
2. მეტეოროლოგიური ორგანო, რომელიც ადგენს პროგნოზებს მარშრუტებზე, ახორციელებს ამ პროგნოზების მუდმივ კონტროლს და საჭიროების მიხედვით ადგენს მათ კორექტივებს.
3. კრიტერიუმების ჩამონათვალს მარშრუტებზე პროგნოზებისკორექტივების გამოშვებისათვის ადგენს აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო ექსპლუატანტებთან და სხვა დაინტერესებულ მომხმარებლებთან კონსულტაციების საფუძველზე.
4. პროგნოზები მარშრუტებზე და მათი კორექტივები, რომლებიც ლოკალური გავრცელებისაა, დგება ისეთი ფორმით, როგორც გათვალისწინებულია ასეთი ონფორმაციის გავრცელებისათვის მეტეოროლოგიურ ორგანოებს შორის ან რომელიმე სხვა ფორმით ლოკალური შეთანხმების შესაბამისად.
5. პროგნოზებში მარშრუტებზე გამოყენებული ტერმინოლოგია და გაზომვის ერთეულები უნდა იყოს ანალოგიური იმისა, როგორიც მიღებულია შეტყობინებებისა და პროგნოზების შესაბამისი კომპონენტებისათვის მოცემულ აეროდრომზე. პროგნოზის კორექტივის შედგენის შემთხვევაში წინ იწერება ინდექსი «AMD». აეროდრომის პროგნოზებში გამოყენებული პროცედურა CAVOK პროგნოზებში მარშრუტებზე არ გამოიყენება. მარშრუტზე პროგნოზების შედგენის მაგალითები მოცემულია დამატება 1-ში (ნიმუში TA)