1. ინფორმაცია AIRMET გამოიცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ სააერონავიგაციო შეთანხმების საფუძველზე. ინფორმაცია AIRMET წარმოადგენს ფაქტობრივი ან მოსალოდნელი გარკვეული ამინდის პირობების მოკლე აღწერას ღია ტექსტით შემოკლებებით ფრენის მარშრუტზე 100-ზე დაბალ ფრენის ეშელონზე, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ფრენების უსაფრთხოებაზე დაბალ სიმაღლეებზე. ეს ინფორმაცია მიეთითება რომელიმე ქვემომოყვანილი შემოკლებების გამოყენებით. კრეისერულ ეშელონებზე 100-ზე დაბალ ფრენის ეშელონზე (ან მთიან რაიონებში 150-ზე დაბალ ფრენის ეშელონზე, აუცილებლობის შემთხვევაში, უფრო მაღლა):
ა) მიწისპირა ქარის სიჩქარე საშუალო სიჩქარე მიწისპირა ქარისა დიდ სივრცეზე მეტია 60 კ მ.სთ -ზე (30 კვანძი)
SFC WSPD (+ქარის სიჩქარე და გაზომვის ერთეული)
ბ) მიწისპირა ხილვადობა;
- ხილვადობა დიდ სივრცეზე 5კმ-ზე ნაკლებია, იმ ამინდის მოვლენების ჩართვით, რომლებიც განაპირობებენ შეზღუდულ ხილვადობას
SFC VIS (+ ხილვადობა) (+ამინდის მოვლენა, რომელიც მითითებულია მე-15 მუხლის მეოთხე პუნქტში)
გ) ჭექა-ქუხილები
გ.ა) იზოლირებული ჭექა-ქუხილები სეტყვის გარეშე
ISOL TS
გ.ბ) შემთხვევითი ჭექა-ქუხილები სეტყვის გარეშე
OCNL TS
გ.გ) იზოლირებული ჭექა-ქუხილები სეტყვით
ISOL TSGR
გ.დ) შემთხვევითი ჭექა-ქუხილები სეტყვით
OCNL TSGR
დ) მთის დაბინდება
- დაბინდული მთები
MT OBSC
ე) ღრუბლიანობა
ე.ა) მნიშვნელოვანი ან მთლიანი ღრუბლიანობა დიდ სივრცეზე მიწიდან 300 მ-ზე (1000 ფუტი) დაბლა:
ე.ბ) მნიშვნელოვანი
BKN CLD (+ ქვედა და ზედა საზღვრის სიმაღლეები, გაზომვის ერთეულები)
ე.გ) მთლიანი
OVC CLD (+ ქვედა და ზედა საზღვრის სიმაღლეები, გაზომვის ერთეულები)
ე.დ) გროვა-საწვიმარი ღრუბლები
ე.დ. ა) იზოლირებული
ISOL CB
ე.დ. ბ) შემთხვევითი
OCNL CB
ე.დ. გ) ხშირი
FRQ CB
ე.ა)კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლები
ე.ე.ა) იზოლირებული
ISOL TCU
ე.ე.ბ) შემთხვევითი
OCNL TCU
ე.ე.გ) ხშირი
FRQ TCU
ვ) შემოყინვა
ვ.ა) ზომიერი შემოყინვა (გარდა შემოყინვისა კონვექციურ ღრუბლებში)
MOD ICE
ზ) ტურბულენტობა
ზ.ა) ზომიერი ტურბულენტობა (გარდა ტურბულენტობისა კონვექციურ ღრუბლებში) მთის ტალღა
MOD TURB
ზ.ბ) ზომიერი მთის ტალღა
MOD MTW
2. ინფორმაცია AIRMET არ შეიცავს ზედმეტ აღწერით მასალას. ამინდის მოვლენების აღწერაში, რისთვისაც გამოიყენება AIRMET, არ ჩაირთვება დამატებითი აღწერითი მასალა, გარდა VII თავის 32-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულისა. ინფორმაცია AIRMET-ში, რომელიც ჭექა-ქუხილებს ან გროვა-საწვიმარ ღრუბლებს ეხება, არ მოიხსენიება მათთან დაკავშირებული ტურბულენტობა და შემოყინვა.
შენიშვნა. მოთხოვნები ინფორმაცია SIGMET-ის მიმართ, რომელსაც აგრეთვე კავშირი აქვს დაბალ სიმაღლეებზე ფრენებთან მოცემულია VII თავის 30-ე მუხლის პირველ პუნქტში.
3. ინფორმაცია AIRMET უქმდება მაშინ, როდესაც მოვლენები უკვე აღარ დაიკვირვებიან, ან ამ რაიონში მათი წარმოქმნა მოსალოდნელი არ არის