1. საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ფრენების დაგეგმვისათვის, მზადდება აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილებისა და ცნობების სახით. საავიაციო მომხმარებლები ასეთ ინფორმაციას იღებენ აეროდრომის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და მათ შორის შეთანხმების საფუძველზე.
2. საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცია, როგორც წესი, უნდა ემყარებოდეს აეროდრომზე ამინდის ფაქტიურ მდგომარეობაზე დაკვირვებებს არანაკლები 5 წლის განმავლობაში. ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს დაკვირვების პერიოდი.
3. სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოები ერთმანეთს შორის ცვლიან საავიაციო კლიმატოლოგიურ ინფორმაციებს მოთხოვნის მიხედვით. ექსპლუატანტებმა და სხვა საავიაციო მომხმარებლებმა, რომლებსაც სურთ ასეთი ინფორმაციის მიღება, უნდა მიმართონ სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ინფორმაციის მომზადებისათვის.
4. ძირითადი და სათადარიგო აეროდრომების მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემები უნდა შეიკრიბოს, დამუშავდეს და ინახებოდეს იმ ფორმით, რომელიც აუცილებელია აეროდრომის კლიმატოლოგიური ინფორმაციის მოსამზადებლად.
5. ახალი აეროდრომისათვის და/ან უკვე არსებული აეროდრომის დამატებითი ადზ-თვის კლიმატოლოგიური მონაცემები უნდა შეიკრიბოს რაც შეიძლება ადრე, ახალი აეროდრომის და/ან ადზ-ის ამოქმედებამდე
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.12.2011
მუხლი 36. ზოგადი დებულებები
თავი VIII — საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცია
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 წლის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 30. ინფორმაცია SIGMET
- მუხლი 31. SIGMET-ის შეტყობინების ფორმატი
- მუხლი 32. ინფორმაცია AIRMET
- მუხლი 33. AIRMET-ის შეტყობინების ფორმატი
- მუხლი 34. გაფრთხილებები აეროდრომზე
- მუხლი 35. გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ
- მუხლი 37. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილები
- მუხლი 38. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცნობები
- მუხლი 39. კლიმატური აღწერების მომზადება
- მუხლი 40. მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემთა ასლები
- მუხლი 41. ზოგადი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 36, №50, 15.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.006.025 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56248/muxli-36/