1. სინოპტიკური ნაწილის მქონე აეროდრომების მეტეოროლოგიური ორგანოები უზრუნველყოფენ ფრენების დაგეგმვისათვის აუცილებელი კლიმატოლოგიური ინფორმაციის მომზადებას, რომელიც სრულდება აეროდრომებისა და ფრენების რაიონებისათვის კლიმატოლოგიური აღწერების (ცნობების) სახით, აუცილებელი მონაცემების ცხრილების ჩართვით.
2. საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცია უნდა ეფუძნებოდეს არა ნაკლებ 5 წლის პერიოდის დაკვირვებებს. მომხმარებლის ინფორმაციით მომარაგების დროს მითითებული უნდა იქნეს დაკვირვების პერიოდი.
3. კლიმატოლოგიურ აღწერებში, საჭიროებისას შეტანილ უნდა იქნეს:
ა) ძირითადი კლიმატოლოგიური მახასიათებლები და მათი სეზონური ცვლილებები;
ბ) ძირითადი მეტეოროლოგიური ელემენტების საშუალო, მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები;
გ) ამინდის იმ საშიში მოვლენების წარმოქმნის ალბათობა, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ფრენების შესრულებაზე, მაგალითად, ჭექა-ქუხილის, ეტყვის, ტურბულენტობის, შემოყინვის და სხვა.
დ) ერთი ელემენტის ან ორი და მეტი ელემენტის განსაზღვრული მნიშვნელობების ერთდროულად ჩამოყალიბებისგანმეორებადობები (მაგალითად, შეზღუდული ხილვადობის და დაბალი ღრუბლების);
ე) ტიპიური სინოპტიკური მდგომარეობები და მათთან დაკავშირებული მეტეოროლოგიური პირობები, ამ პირობებზე რელიეფის ზეგავლენა.
შენიშვნა. აეროდრომის კლიმატოლოგიური აღწერის ცხრილებში შეტანილ უნდა იქნეს მონაცემები მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ღრუბლების რაოდენობის და სიმაღლის, ტემპერატურის და ატმოსფერული წნევის შესახებ. აღწერას უნდა ერთვოდეს აეროდრომის რაიონის ტოპოგრაფიული რუკა სექტორების მითითებით, რომლებშიც, ადგილობრივი ზეგავლენის გამო, შესაძლებელია დაბალი ღრუბლების და შეზღუდული ხილვადობის წარმოქმნა.
4. აუცილებელი ცნობები კლიმატოლოგიური აღწერიდან შეიტანება აეროდრომზე ფრენების შესრულების ინსტრუქციაში
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.12.2011
მუხლი 39. კლიმატური აღწერების მომზადება
თავი VIII — საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 33. AIRMET-ის შეტყობინების ფორმატი
- მუხლი 34. გაფრთხილებები აეროდრომზე
- მუხლი 35. გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ
- მუხლი 36. ზოგადი დებულებები
- მუხლი 37. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილები
- მუხლი 38. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცნობები
- მუხლი 40. მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემთა ასლები
- მუხლი 41. ზოგადი დებულებები
- მუხლი 42. ინსტრუქტაჟი, კონსულტაცია და ჩვენება
- მუხლი 43. ინფორმაცია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის
- მუხლი 44. საზღვაო ხომალდებიდან და საზღვაო ჭაბურღილების ბაქნებიდან შვეულმფრენების ფრენების მეტეოუზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 39, №50, 15.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.006.025 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56248/muxli-39/