1. გაფრთხილებებში აეროდრომზე ღია ტექსტით შემოკლებებით მოცემულია მოკლე ინფორმაცია მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, რომლებმაც შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინონ მიწაზე მყოფ საჰაერო ხომალდებზე, მათ შორის საჰაერო ხომალდებზე დგომის ადგილებზე, აგრეთვე სააეროდრომო დანადგარებზე, საშუალებებზე, სამსახურებზე. გაფრთხილებები გამოიცემა აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ, რომელიც დანიშნულია მომსახურების განხორციელებისათვის მოცემულ აეროდრომზე და ეგზავნებათ ექსპლუატანტებს, სააეროდრომო სამსახურებს და სხვა დაინტერესებულ ორგანოებს ლოკალური შეთანხმების შესაბამისად.
2. გაფრთხილებები აეროდრომზე გამოშვებული უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, თუ დაიკვირვება ან მოსალოდნელია ერთი ან რამდენიმე ქვემომოყვანილი მოვლენის განვითარება:
ა) ტროპიკული ციკლონი;
ბ) ჭექა-ქუხილი;
გ) სეტყვა;
დ) თოვა;
ე) ყინულოვანი ნალექები;
ვ) თრთვილი ან ჭირხლი;
ზ) ქვიშიანი ქარიშხალი;
თ) მტვრიანი ქარიშხალი;
ი) მიწიდან ატაცებული მტვერი ან ქვიშა;
კ) ძლიერი მიწისპირა ქარი და დაქროლვები;
ლ) ქარტეხილი;
მ) ყინვა.
3. იმ შემთხვევებში, როდესაც აეროდრომზე გაფრთხილებების გამოშვებისათვის საჭიროა რაოდენობრივი კრიტერიუმები, მაგალითად, ქარის მოსალოდნელი მაქსიმალური სიჩქარის ან მოსალოდნელი თოვლის საფარის საერთო სიმაღლის მიმართ, ასეთი კრიტერიუმები უნდა დადგინდეს შეთანხმებების საფუძველზე აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიურ ორგანოსა და მათ შორის, ვის მიერაც გამოიყენება გაფრთხილებები