1. შეტყობინება SIGMET-ის შედგენა ხდება ღია ტექსტით შემოკლებებით; ამასთან, გამოიყენება იკაო-ში მიღებული შემოკლებები და რიცხვითი სიდიდეები, რომლებიც განმარტებას არ მოითხოვს.
2. შეტყობინებები, რომლებიც შეიცავენ SIGMET-ის ინფორმაციას ბგერის სიჩქარემდე საჰაერო ხომალდებისათვის აღინიშნებიან, როგორც «SIGMET», ხოლო შეტყობინებები, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას ზებგერითი საჰაერო ხომალდებისათვის, როგორც «SIGMET SST».
3. რიგითი ნომერი ასახავს შეტყობინება SIGMET-ის რაოდენობას, რომლებიც გამოშვებულია მოცემული დღის 00. 01 (UTC) – დან საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში. შეტყობინებებში «SIGMET» და «SIGMET SST» გამოიყენება სხვადასხვა რიგითი დანომრვა.
4. SIGMET-ის შეტყობინების მოქმედების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 საათს; სასურველია, რომ მან არ გადააჭარბოს 4 საათს. მოქმედების პერიოდი მითითებული უნდა იქნეს ტერმინით «VALID»
5. SIGMET – ის შეტყობინება, რომელიც ეხება VII თავის 30-ე მუხლის პირველ პუნქტში. ჩამოთვლილ ამინდის მოვლენების მოსალოდნელ განვითარებას, გარდა ვულკანური ფერფლისა და ტროპიკული ციკლონის, გამოშვებული უნდა იქნეს არა უადრეს 6 საათისა, ხოლო სასურველია არა უადრეს 4 საათისა მოცემული მოვლენის განვითარების მოსალოდნელი დროიდან.
6. SIGMET-ის შეტყობინება ეგზავნებათ მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს, ოპერატიული მონაცემების საერთაშორისო ბანკებსა და ცენტრებს, რომლებიც დანიშნული არიან რეგიონალური სააერონავიგაციო შეთანხმებით მონაცემთა გავრცელების თანამგზავრული სისტემის ექსპლუატაციისათვის საავიაციო ფიქსირებული სამსახურის ფარგლებში, რეგიონალური სააერონავიგაციო შეთანხმების შესაბამისად