1. ინფორმაცია SIGMET გამოიცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ და წარმოადგენს ფრენის მარშრუტზე ფაქტიური და/ან მოსალოდნელი გარკვეული ამინდის მოვლენების მოკლე აღწერას ღია ტექსტით შემოკლებებით, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ფრენების უსაფრთხოებაზე, აგრეთვე შეიცავს ინფორმაციას ამ მოვლენების სავარაუდო ევოლუციის შესახებ დროსა და სივრცეში. ეს ინფორმაცია მიეთითება შესაბამისად ერთი რომელიმე ქვემომოყვანილი შემოკლებების გამოყენებით:
ა) ბგერის სიჩქარემდე კრეისერულ ეშელონებზე
ა.ა) ჭექა-ქუხილი:
ა.ა. ა) ფარული
OBSC TS
ა.ა.ბ) ღრუბლებში
EMBD TS
ა.ა.გ) ხშირი ჭექა-ქუხილები
FRQ TS
ა.ა.დ) ქარტეხილის ხაზი
SQL TS
ა.ა.ე) ფარული სეტყვით
OBSC TS GR
ა.ა.ვ) ღრუბლებში სეტყვით
EMBD TS GR
ა.ა.ზ) ხშირი ჭექა-ქუხილები სეტყვით
FRQ TS GR
ა.ა.თ) ქარტეხილის ხაზი სეტყვით
SQL TS GR
ა.ბ) ტროპიკული ციკლონი:
- ტროპიკული ციკლონი მიწისპირა ქარის 10 წთ-იანი გასაშუალოებული 63 კმ/სთ-ში ან მეტი სიჩქარით TC (+ციკლონის დასახელება)
ა.გ) ტურბულენტობა
ა.გ.ა)ძლიერი ტურბულენტობა
SEV TURB
ა.დ) შემოყინვა
SEV ICE
ა.დ.ა) ძლიერი შემოყინვა
ა.დ.ბ) ძლიერი შემოყინვა გადაცივებული წვიმის გამო
SEV ICE( FZRA )
ა.ე) მთის ტალღა
ა.ე.ა) ძლიერი მთის ტალღა
SEV MTW
ა.ვ) მტვრიანი ქარიშხალი
ა.ვ.ა) ძლიერი მტვრიანი ქარიშხალი
HVY DS
ა.ზ) ქვიშიანი ქარიშხალი
ა.ზ.ა) ძლიერი ქვიშიანი ქარიშხალი
HVY SS
ა.თ) ვულკანის ფერფლი
– ვულკანის ფერფლი
VA (+ვულკანის დასახელება, თუ ცნობილია)
ბ) ბგერის სიჩქარის ფარგლებში და ზებგერითი სიჩქარის კრეისერულ ეშელონებზე:
ბ.ა) ტურბულენტობა
ბ.ა.ა) ზომიერი ტურბულენტობა
MOD TURB
ბ.ა.ბ) ძლიერი ტურბულენტობა
SEV TURB
ბ.ბ) გროვა-საწვიმარი ღრუბლები
ბ.ბ.ა) განცალკევებული გროვა-საწვიმარი ღრუბლები
ISOL CB
ბ.ბ.ბ) შემთხვევითი გროვა-საწვიმარი ღრუბლები
OCNL CB
ბ.ბ.გ) ხშირი გროვა-საწვიმარი ღრუბლები
FRQ CB
ბ.გ) სეტყვა
სეტყვა
GR
ბ. დ) ვულკანური ფერფლი
- ვულკანური ფერფლი
VA (+ვულკანის დასახელება)
2. SIGMET- ის ინფორმაცია არ შეიცავს ზედმეტ აღწერით მასალას. ამინდის მოვლენების აღწერაში, რომელთა მიმართაც გამოიშვება შეტყობინება SIGMET, არ ჩაირთვება არავითარი დამატებითი აღწერითი მასალა, გარდა იმისა, რაც მითითებულია VII თავის 30-ე მუხლის პირველ პუნქტში. ინფორმაცია SIGMET-ში, რომელიც ეხება ჭექა- ქუხილებს, არ მიეთითება მათთან დაკავშირებული ტურბულენტობა და შემოყინვა.
3. SIGMET-ის ინფორმაცია უნდა გაუქმდეს მაშინ, როდესაც მოვლენები აღარ დაიკვირვებიან ან როდესაც მოსალოდნელი არ არის, რომ ისინი განვითარდებიან მოცემულ რაიონში