1. გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ შეიცავენ მოკლე ინფორმაციას არსებული ან მოსალოდნელი ქარის წანაცვლების შესახებ, რომელსაც შეუძლია მოახდინოს არახელსაყრელი ზემოქმედება საჰაერო ხომალდზე დასაფრენად შემოსვლისა და აფრენის ტრაექტორიაზე ან წრეზე ფრენისას დასაფრენად შემოსვლის დროს, ანდა ადზ-ის დონიდან 500 მ(1600 ფუტი) სიმაღლემდე საჰაერო ხომალდზე ადზ-ზე გარბენისას დაფრენის შემდეგ ან აფრენის წინ. გაფრთხილებები მზადდება და ვრცელდება მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ, რომელიც დანიშნულია აეროდრომზე მომსახურების უზრუნველყოფისათვის. იმ შემთხვევებში, როდესაც ცნობილია, რომ ადგილობრივი ტოპოგრაფიული პირობები იწვევენ ქარის მნიშვნელოვან წანაცვლებას ადზ-ის დონიდან 500 მ-ზე (1500 ფუტი) მეტ სიმაღლეებზე, მაშინ სიმაღლე 500 მ (1500 ფუტი) არ ითვლება ზღვრულად.
შენიშვნა 1. ქარის წანაცვლების პირობები, როგორც წესი, დაკავშირებულია შემდეგ მოვლენებთან:
ა) ჭექა-ქუხილები, მიკროდაქროლვები, ძაბრისმაგვარი ღრუბლები (ტორნადო ან წყლის ქარბორბალები) და ფრონტალური დაქროლვები;
ბ) ძლიერი მიწისპირა ქარი, გამწვავებული ადგილობრივი ტოპოგრაფიული პირობებით;
გ) ზღვის ბრიზის ფრონტი;
დ) მთის ტალღები (ქარტეხილის დროს აეროდრომის რაიონში დაბალ სიმაღლეებზე არამდგრადობის ჩათვლით);
ე) ტემპერატურული ინვერსიები დაბალ სიმაღლეებზე.
შენიშვნა 2. შესაბამისად IV თავის მე-20 მუხლის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებისა ინფორმაცია ქარის წანაცვლების შესახებ, დამატებითი ინფორმაციის სახით, ჩართულ უნდა იქნეს ადგილობრივ რეგულარულ და საგანგებო შეტყობინებებში და რეგულარულ და საგანგებო შეტყობინებებში კოდური ფორმით METAR/SPECI.
2. ცნობები ქარის წანაცვლების შესახებ მიღებულ უნდა იქნეს:
ა) ქარის წანაცვლების გამზომი სადისპეტჩერო დანადგარის, მაგალითად, დოპლერის რადიოლოკატორის გამოყენებით;
ბ) ქარის წანაცვლების გამოსავლენი მოწყობილობის, მაგალითად, მიწისპირა ქარის გადამწოდების სისტემის გამოყენებით, როდესაც გადამწოდები ისეთნაირად არიან განლაგებული, რომ აკონტროლებენ ადზ-სა და დასაფრენად შემოსვლისა და აფრენის ტრაექტორიებს;
გ) საჰაერო ხომალდებიდან დაკვირვებების შედეგად სიმაღლის აკრეფისა ან დასაფრენად შემოსვლის ეტაპზე; ან
დ) სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციიდან, მაგალითად, შესაბამისი გადამწოდებიდან, რომლებიც დაყენებულია აეროდრომთან ახლომდებარე ანძებზე და ამაღლებული ადგილების ნაგებობებზე.
3. გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ დგება ღია ტექსტით შემოკლებების გამოყენებით. მაგალითად, დასაფრენად შემოსვლის ზონაში ქარის წანაცვლების შესახებ უნდა მიეთითოს შემდეგნაირად:
«WSWRNG SURFACE WIND 320/20 KMH WIND AT 60 M 360/50 KMH IN APCH»
გაფრთხილება ქარის წანაცვლებაზე – მიწისპირა ქარი 320/20 კმ/სთ, ქარი 60 მ-ზე 360/50 კმ/სთ მოახლოებისას.
«WS WRNG SURFACE WIND 320/10 Kთ WIND AT 60 M 360/25 KT IN APCH»
გაფრთხილება ქარის წანაცვლებაზე – მიწისპირა ქარი 320/10 კვანძი, ქარი 60 მ-ზე 360/25 კვანძი მოახლოებისას.
იმ შემთხვევაში, როდესაც მიკროდაქროლვები დაიკვირვება, გადმოიცემა პილოტების მიერ ან ვლინდება მიწისპირა დანადგარებისა და დისტანციური გამზომი საშუალებებით, მაშინ ქარის წანაცვლების შეტყობინებაში ჩართული უნდა იქნეს მითითება კონკრეტულ მიკროდაქროლვაზე, მაგალითად, «WS WRNG MBST APCH RWY26».
გაფრთხილება ქარის წანაცვლებაზე – დაიკვირვება ძლიერი ქარის წანაცვლება ადზ26-ზე მოახლოებისას.
4. იმ შემთხვევებში, როდესაც ქარის წანაცვლების შესახებ შეტყობინების მომზადებისათვის გამოიყენება მიწისპირა დანადგარებისა და დისტანციური გაზომვების შედეგად ქარის წანაცვლების შესახებ მიღებული ინფორმაცია, გაფრთხილება დაკავშირებული უნდა იქნეს, თუ ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, ადზ-ის კონკრეტულ მონაკვეთთან და დასაფრენად შემოსვლისა ან აფრენის ტრაექტორიების გასწვრივ მანძილთან, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შეთანხმებით აეროდრომის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოს, საჰაერო მოძრაობის მართვის სრულუფლებიან ორგანოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტებს შორის; მაგალითად,«WS WRNG 20MPS AIRSPEED LOSS 4KM FINAL RWY13»
გაფრთხილება ქარის წანაცვლების შესახებ – ქარის სიჩქარე 20 მ/წმ-ში მე-13 ადზ-ის ბოლომდე 4 კმ-ის მანძილზე მნიშვნელოვნად მცირდება.
5. იმ შემთხვევებში, როდესაც ქარის წანაცვლების შესახებ შეტყობინებების მომზადებისა ან ადრე გამოშვებული გაფრთხილების დამოწმებისათვის გამოიყენება ცნობები მიღებული საჰაერო ხომალდებიდან, მაშინ გაფრთხილებაში შესაბამისი ცნობა, საჰაერო ხომალდის ტიპის მითითებით ჩართული უნდა იქნეს ცვლილების გარეშე, მაგალითად,«WS WRNG B747 REPORTED MOD WS IN APCH RWY34 AT 1510»
გაფრთხილება ქარის წანაცვლებაზე – ბოინგი 747 იტყობინება ქარის ზომიერ წანაცვლების შესახებ 34 ადზ-ზე მოახლოებისას 15. 10 სთ-ზე (UTC).
შენიშვნა 1. ქარის წანაცვლების არსებობის შესახებ ცნობების მიღების შემდეგ როგორც დასაფრენი, ისე ასაფრენი საჰაერო ხომალდებისაგან, შეიძლება არსებობდეს ორი სხვადასხვა გაფრთხილება ქარის წანაცვლების შესახებ: ერთი მოსაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, მეორე გასაფრენი.
შენიშვნა 2. მოთხოვნები ქარის წანაცვლების ინტენსივობის მონაცემების შესახებ ჯერჯერობით დამუშავების სტადიაშია. მაგრამ მიღებულია, რომ პილოტებმა თავიანთ ცნობებში ქარის წანაცვლების შესახებ ისარგებლონ ისეთი საკლასიფიკაციო ტერმინებით, როგორცაა «ზომიერი», «ძლიერი» ან «ძალიან ძლიერი», რაც ეფუძნება მათ სუბიექტურ შეფასებას არსებულ ქარის წანაცვლებაზე VII თავის 35-ე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად ასეთი ცნობა უცვლელად უნდა იქნეს ჩართული გაფრთხილებაში ქარის წანაცვლების შესახებ.
6. გაფრთხილება ქარის წანაცვლების შესახებ მოსაფრენი და/ან გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის გაუქმებული უნდა იქნეს მაშინ, როდესაც ცნობებში საჰაერო ხომალდებიდან აღინიშნება ქარის წანაცვლების არარსებობა ან შეთანხმებული დროის პერიოდის გასვლის შემდეგ. კრიტერიუმები ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილების გაუქმების შესახებ დადგენილი უნდა იქნეს ადგილზე ყოველი აეროდრომისათვის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოს, საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამის სრულუფლებიან ორგანოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე.
თავი VIII
საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცი