1. აეროდრომის სერტიფიცირებული მეტეოროლოგიური ორგანო ამზადებს გაფრთხილებებს ქარის წანაცვლების შესახებ, რომლებიც შეიცავს მოკლე ინფორმაციას იმ არსებული ან მოსალოდნელი ქარის წანაცვლების შესახებ, რომელსაც შეუძლია მოახდინოს არახელსაყრელი ზემოქმედება საჰაერო ხომალდზე დასაფრენად შემოსვლისა და აფრენის ტრაექტორიაზე ან წრეზე ფრენისას ანდა ადზ-ის დონიდან 500მ (1600 ფტ) სიმაღლემდე საჰაერო ხომალდზე ადზ-ზე გარბენისას დაფრენის შემდეგ ან გაქანებისას – აფრენის წინ. იმ შემთხვევებში, როდესაც ცნობილია, რომ ადგილობრივი ტოპოგრაფიული პირობები იწვევენ ქარის მნიშვნელოვან წანაცვლებას ადზ-ის დონიდან 500 მ-ზე მეტ სიმაღლეზე 500მ (1500 ფუტი) ზღვრულად არ ითვლება.
2. გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ მომფრენი და გამფრენი საჰაერო ხომალდებისათვის უქმდება იმ შემთხვევებში, როდესაც საჰაერო ხომალდებიდან აღინიშნება ქარის წანაცვლების არარსებობა. ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებების გაუქმების კრიტერიუმები უნდა დადგინდეს თითოეულ აეროდრომზე, მეტეოროლოგიურ სამსახურს, სმმ-ის ორგანოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.
3. აეროდრომებზე, სადაც ქარის წანაცვლების აღმოსაჩენად გამოიყენება ავტომატიზებული მიწისპირა აღჭურვილობა დისტანციური ზონდირებისათვის ან ქარის წანაცვლების დასადგენად, გამოიცემა ასეთი სისტემების მიერ გენერირებული შეტყობინებები. სიგნალი ქარის წანაცვლების შესახებ მოიცავს მოკლე განახლებულ ინფორმაციას, დაკვირვებად ქარის წანაცვლებაზე, შემხვედრი/ზურგქარის დამახასიათებელ ცვლილებაზე 7,5 მ.წმ (15 კვანძი) ან მეტით, რომელსაც შეუძლია არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს საჰაერო ხომალდზე დაფრენის ბოლო ან აფრენის საწყის ეტაპებზე ან ადზ-ზე საჰაერო ხომალდის ბოლო გარბენზე აფრენისას.
საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცია
შენიშვნა: ამ თავის ტექნიკური მოთხოვნები და დაწვრილებითი კრიტერიუმები მოცემულია XVII თავშ