1. იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო მოძრაობის სიმკრივე ფრენის ეშელონ 100-ზე დაბლა (ან მთიან რაიონში ფრენის ეშელონ 150-მდე) საჭიროებს ზონალური პროგნოზების რეგულარულ გამოშვებას და გავრცელებას, ასეთი პროგნოზების გამოშვების სიხშირე, ფორმატი და მოქმედების ფიქსირებული პერიოდი და მათი კორექტივები განისაზღვრება მეტეოროლოგიურ სამსახურსა და მომხმარებელს შორის შეთანხმების საფუძველზე.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც მოძრაობის სიმკვრივე ფრენის ეშელონ 100-ზე დაბლა იწვევს AIRMET-ის გამოცემის აუცილებლობას, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების მიხედვით, ასეთი ფრენების ზონალური პროგნოზები დგება მეტეოროლოგიურ ორგანოებს შორის შეთანხმების შესაბამისად. ღია ტექსტით შემოკლებებით სარგებლობისას, პროგნოზი დგება ზონალური GAMET პროგნოზის სახით, ამასთან, იკაო-ს შემოკლებები და რიცხობრივი მნიშვნელობები გამოიყენება. ზონალური პროგნოზი ქვეყნდება დედამიწის ზედაპირიდან ფრენის მე-100 ეშელონამდე (ან 150-ე ეშელონამდე მთიანი მხარისათვის ან, საჭიროებისას, უფრო მეტი სიმაღლისათვისაც) და შეიცავს მარშრუტზე ამინდის მოვლენების იმ მონაცემებს, რაც დაბალ სიმაღლეზე ფრენისათვის ისეთ საშიშროებას წარმოადგენს, რომლებიც AIRMET ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად გამოიყენება, აგრეთვე – დაბალ სიმაღლეზე საფრენად საჭირო დამატებით მონაცემებს.
3. დაბალ სიმაღლეზე საფრენად განკუთვნილი ზონალური პროგნოზები, რომლებიც AIRMET ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად გამოიყენება, გამოიცემა ყოველ 6 საათში, ამასთან, მოქმედების პერიოდი შაედგენს 6 საათს და გადაეცემათ შესაბამის მეტეოროლოგიურ ორგანოებს არაუგვიანეს 1 საათისა მათი მოქმედების პერიოდის დასაწყისიდან.
ინფორმაცია SIGMET და AIRMET, გაფრთხილებები აეროდრომზე და გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ
შენიშვნა: ამ თავის ტექნიკური მოთხოვნები და დაწვრილებითი კრიტერიუმები მოცემულია XVI თავ