1. ინფორმაცია AIRMET გამოიცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე. ინფორმაცია AIRMET წარმოადგენს იმ ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის გარკვეული პირობების მოკლე აღწერას ღია ტექსტით, შემოკლებებით, 100-ზე დაბალ ფრენის ეშელონზე, რომლებმაც შეიძლება დაბალ სიმაღლეებზე ზემოქმედება მოახდინონ ფრენების უსაფრთხოებაზე.
2. ინფორმაცია AIRMET უქმდება მაშინ, როდესაც მოვლენები აღარ დაიკვირვება ან როდესაც მოსალოდნელი არ არის მათი განვითარება მოცემულ რაიონში.
3. შეტყობინება AIRMET-ის მოქმედების პერიოდი არ აღემატება 6 საათს; სასურველია, რომ ის არ აღემატებოდეს 4 საათ