1. ფრენების დასაგეგმად საჭირო საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცია მზადდება აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილებისა და ცნობების სახით. საავიაციო მომხმარებლები ამ ინფორმაციას იღებენ მეტეოროლოგიურ სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე.

2. საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცია, როგორც წესი, უნდა ემყარებოდეს აეროდრომზე ამინდის ფაქტობრივ მდგომარეობაზე დაკვირვებებს არანაკლები 5 წლის განმავლობაში. ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს დაკვირვების პერიოდი.

3. ახალი აეროდრომისათვის და/ან უკვე არსებული აეროდრომის დამატებითი ადზ-სთვის კლიმატოლოგიური მონაცემები უნდა შეიკრიბოს რაც შეიძლება ადრე, ახალი აეროდრომის და/ან ადზ-ის ამოქმედებამდ