1. ექსპლუატანტებს და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს მიეწოდებათ მეტეოროლოგიური ინფორმაცია:

ა) ექსპლუატანტის მიერ გაფრენისწინა დაგეგმვითი სამუშაოებისათვის;

ბ) ექსპლუატანტის მიერ ფრენის გეგმის შესაცვლელად, ფრენების შესრულების ცენტრალიზებული ხელმძღვანელობის სისტემის გამოყენებით;

გ) ეკიპაჟის წევრების მიერ გაფრენის წინ გამოყენების მიზნით;

დ) ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის.

2. საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისათვის განკუთვნილი მეტეოროლოგიური ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ფრენის მოთხოვნებს დროის, სიმაღლის, მარშრუტის მიმართულებიდან და მანძილიდან გამომდინარე, და საკმარისი უნდა იყოს ფრენის უზრუნველსაყოფად დაფრენის აეროდრომამდე და იგი უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ მარშრუტის მონაკვეთზე ექსპლუატანტის მიერ დანიშნულ დაფრენისა და სათადარიგო აეროდრომს შორის.

3. მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც მიეწოდებათ ექსპლუატანტებს და ეკიპაჟის წევრებს, შეიცავს უკანასკნელ მონაცემებს და მოიცავს შემდეგ ცნობებს, როგორც ეს დგინდება სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის კონსულტაციის საფუძველზე:

ა) პროგნოზები

ა.ა) სიმაღლეებზე ქარის და ჰაერის ტემპერატურის;

ა.ბ) სიმაღლეებზე ჰაერის ტენიანობის;

ა.გ) ფრენის ეშელონების გეოპოტენციალური აბსოლუტური სიმაღლის;

ა.დ) ტროპოპაუზის სიმაღლის და ტროპოპაუზის ტემპერატურის;

ა.ე) მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარის და სიმაღლის;

ა.ვ) ამინდის განსაკუთრებული მოვლენების (SIGWX);

ბ) შეტყობინებას METAR და თუ არის, შეტყობინებას SPECI (ჩართული პროგნოზებით “TREND“) გაფრენის აეროდრომზე, სათადარიგო აეროდრომზე და მარშრუტზე, დაფრენის აეროდრომზე და დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომზე, როგორც განსაზღვრულია რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით;

გ) პროგნოზებს TAF და მათ კორექტივებს გაფრენისა და დაფრენის აეროდრომებისათვის, აგრეთვე, აფრენის სათადარიგო აეროდრომისათვის, მარშრუტზე და დანიშნულების პუნქტზე;

დ) პროგნოზებს აფრენისთვის;

ე) ინფორმაციას SIGMET და შესაბამის საჰაერო ხომალდებიდან სპეციალურ შეტყობინებებს, რომლებიც ეხება შესაბამის მარშრუტს მთლიანობაში;

ვ) საკონსულტაციო ინფორმაციას ვულკანური ფერფლის და ტროპიკული ციკლონების შესახებ, რომლებიც ეხება შესაბამის მარშრუტს მთლიანობაში;

ზ) რეგიონული სააერნაოსნო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზონალურ პროგნოზებს GAMET, და/ან დაბალ სიმაღლეებზე ზონალური პროგნოზები რუკების სახით, რომლებიც მომზადებულია ინფორმაცია AIRMET-თან დამატებით გამოსაცემად; და ინფორმაცია AIRMET დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის;

თ) ადგილობრივი აეროდრომისათვის გაფრთხილებების აეროდრომზე;

ი) მეტეოროლოგიური თანამგზავრებიდან მიღებული გამოსახულებები;

კ) მეტეოროლოგიური მიწისპირა რადიოლოკატორის მონაცემები;

4. პროგნოზები, რომლებიც ჩამოთვლილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, ფორმირდება ციფრული პროგნოზებით, რომელსაც აწვდის ზმპც. როდესაც ეს პროგნოზები მოიცავს ფრენის ტრაექტორიას დროში, აბსოლუტურ სიმაღლეს და გეოგრაფიულ რაიონს, თუ მეტეოროლოგიურ სამსახურსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის არ არსებობს სხვა შეთანხმება.

5. თუ მითითებულია, რომ პროგნოზი შედგენილია ზმპც-ის მიერ, მასში შემავალ მეტეოროლოგიურ ინფორმაციაში ცვლილებები არ შეიტანება.

6. ზმცპ-ის მიერ შედგენილი ციფრული პროგნოზებიდან მიღებული რუკები, მიეწოდებათ ექსპლუატანტებს მოქმედების ფიქსირებული ზონებისათვის, როგორც ეს ნაჩვენებია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) მე-8 დამატების A8-1, A8-2 და A8-3 ნახატებზე.

7. ინფორმაცია ქარზე და ჰაერის ტემპერატურაზე სიმაღლეების მიხედვით და ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ – SIGWX ფრენის ეშელონ 100-ზე ზემოთ, რომელიც აუცილებებლია ექსპლუატანტისათვის ფრენისწინა დაგეგმვისა და გადაგეგმვისათვის ფრენისას, მიეწოდებათ დაუყოვნებლივ მათი მიღებისა და არა უგვიანეს 3 საათისა გაფრენამდე. სხვა დანარჩენი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ექსპლუატანტისათვის ფრენისწინა დაგეგმვისა და გადაგეგმვისათვის ფრენისას, მიეწოდებათ რაც შეიძლება ადრე.

8. აუცილებლობის შემთხვევაში, მეტეოროლოგიური სამსახური, რომელიც ახორციელებს ექსპლუატანტებისა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟების მომსახურებას, კოორდინაციას ამყარებს სხვა ქვეყნის შესაბამის მეტეოროლოგიურ ორგანოებთან მათთვის აუცილებელი შეტყობინებების და/ან პროგნოზების მისაღებად.

9. ექსპლუატანტებსა და ეკიპაჟის წევრებს მიეწოდებათ მეტეოროლოგიური ინფორმაცია იმ ადგილას რომელსაც ექსპლუატანტებთან კონსულტაციის საფუძველზე ადგენს მეტეოროლოგიური ორგანო და იმ დროს, რომელიც დგინდება მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე. როგორც წესი, უზრუნველყოფილია ის ფრენები, რომლებიც იწყება შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუ შესაბამის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის არ არის მიღწეული სხვა სახის შეთანხმება. მეტეოროლოგიური ორგანოს არმქონე აეროდრომის ინფორმაციით უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება სააგენტოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმები