1. იმ შემთხვევებში, როდესაც აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო იყენებს გაფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებულ სისტემებს ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის დამოუკიდებელი ინსტრუქტაჟის მიზნით, მეტეოროლოგიური ინფორმაციის საჩვენებლად და მისაწოდებლად, ფრენების დაგეგმვა და საჩვენებელი ინფორმაცია შეესაბამება 50-ე და 52-ე მუხლებს.

2. იმ შემთხვევაში, როცა გაფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემები გამოიყენება ექსპლუატანტებისათვის, ეკიპაჟის წევრებისათვის და სხვა დაინტერესებული საავიაციო პერსონალისათვის, შესაბამისი მეტეოროლოგიური ორგანო ინარჩუნებს პასუხისმგებლობას მეტეოროლოგიური ინფორმაციის ხარისხის მართვასა და ხარისხის ზოგად ხელმძღვანელობაზე (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად