შენიშვნა: ფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემების გამოყენების მიმართ მოთხოვნები, ინსტრუქტაჟის, კონსულტაციის ჩასატარებლად და ინფორმაციის საჩვენებლად მოცემულია 53-ე მუხლში.
1. მოთხოვნების მიხედვით, ტარდება ინსტრუქტაჟი და/ან კონსულტაცია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებსა და ფრენების წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა პერსონალს შორის. ინსტრუქტაჟის და/ან კონსულტაციის მიზანია უახლესი ინფორმაციის მიწოდება ფაქტობრივი და მოსალოდნელი ამინდის პირობების შესახებ ფრენის მარშრუტზე, დაფრენის, სათადარიგო და სხვა შესაბამის აეროდრომებზე, ამასთან, ისინი ემსახურება საფრენოსნო დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციის განმარტებასა და დამატებას ან მეტეოროლოგიურ სამსახურსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე, საფრენოსნო დოკუმენტაციის მაგივრობას ასრულებენ.
2. ინსტრუქტაჟისა და კონსულტაციის ჩასატარებლად გამოსაყენებელი ინფორმაცია შეიცავს ნებისმიერ ან ყველა ელემენტს, რომლებიც ჩამოთვლილია 50-ე მუხლის მე-3 პუნქტში.
3. თუ მეტეოროლოგიური სამსახური გამოთქვამს აზრს მეტეოროლოგიური პირობების ისეთ განვითარებაზე აეროდრომის რაიონში, რომლებიც არსებითად განსხვავდება საფრენოსნო დოკუმენტაციაში ჩართული აეროდრომის პროგნოზისაგან, აუცილებელია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების ყურადღების გამახვილება აღნიშნულ სხვაობაზე. ინსტრუქტაჟის ის ნაწილი, რომელიც სხვადასხვაობას ეხება, იწერება და ექსპლუატანტი ითვალისწინებს ამ ჩანაწერს.
4. ინსტრუქტაჟს, კონსულტაციას, ჩვენებას და/ან საფრენოსნო დოკუმენტაციის გაფორმებას, როგორც წესი, ახორცილებს გაფრენის აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური. იმ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე აეროდრომზე ასეთი მომსახურება არ ხდება, მეტეოროლოგიურ სამსახურსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე, მიიღება ყველანაირი ზომა, რათა დაკმაყოფილდეს ეკიპაჟის წევრების მოთხოვნები. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად დაუსაბუთებელი დაყოვნების დროს, მეტეოროლოგიური ორგანო, რომელიც ემსახურება მოცემულ აეროდრომს, ახორციელებს (ან, თუ ეს შესაძლებელია, ორგანიზებას უკეთებს) განმეორებითი ინსტრუქტაჟის ჩატარებას, კონსულტაციას და/ან საფრენოსნო დოკუმენტაციის გაფორმებას, საჭიროებისდა მიხედვით.
5. ეკიპაჟის წევრი ან სხვა პირი, რომელიც დაკავშირებულია ფრენების წარმოებასთან და რომელსაც უნდა გაეწიოს ინსტრუქტაჟი, კონსულტაცია და/ან გაუფორმდეს დოკუმენტაცია, უნდა გამოცხადდეს მეტეოროლოგიურ სამსახურში ისეთ დროს, რომელიც შეთანხმებულია მეტეოროლოგიურ სამსახურსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის. ისეთ შემთხვევებში, როდესაც აეროდრომის ადგილობრივი პირობები არ იძლევა ინტრუქტაჟის ან კონსულტაციის უშუალო ჩატარების შესაძლებლობას, მაშინ მეტეოროლოგიური სამსახური მომსახურებას აწარმოებს ტელეფონით ან სხვა შესაბამისი ელექტროკავშირის საშუალები