1. მეტეოროლოგიური სამსახური სმმ-ის ორგანოებთან კონსულტაციის საფუძველზე სმმ-ის აწვდის იმ უკანასკნელი მეტეოროლოგიურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია მისი ფუნქციების შესასრულებლად.
2. აეროდრომის სამეთვალყურეო კოშკურას ან მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტს ემსახურება მეტეოროლოგიური სამსახური.
3. საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრს ან რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრს ინფორმაციას აწვდის მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო.
4. იმ შემთხევაში, როდესაც ადგილობრივი პირობების გამო მიზანშეწონილია შესაბამისი მეტეოროლოგიური ორგანოს მოვალეობების დაკისრება ორ ან რამდენიმე მეტეოროლოგიურ ორგანოზე, პასუხისმგებლობის სფეროების გაყოფა უნდა მოხდეს მეტეოროლოგიურ სამსახურსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოს შორის კონსულტაციის საფუძველზე.
5. ავარიულ სიტუაციაში საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, მიწოდებულ უნდა იქნეს მაქსიმალურად მოკლე დროშ