შენიშვნა: ფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემების მიმართ მოთხოვნები საფრენოსნო ინფორმაციის მისაწოდებლად მოცემულია 53-ე მუხლში.
1. საფრენოსნო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ფრენის მთელ მარშრუტს და უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც ჩამოთვლილია 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“, „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებში, თუმცა, რეგიონულ სააერნაოსნო შეთანხმების ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მეტეოროლოგიურ სამსახურსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით, საფრენოსნო დოფუმენტაცია, რომელიც საჭიროა 2-საათიანი ან ნაკლები ხანგძლივობის ფრენებისათვის, უნდა შემოიფარგლოს ექსპლუატანტისათვის აუცილებელი ინფორმაციით, მაგრამ საფრენოსნო დოკუმენტაციაში მინიმუმ ჩართული უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც მითითებულია 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებში.
2. როდესაც ნათელია, რომ საფრენოსნო დოკუმენტაციისათვის განკუთვნილი მეტეოროლოგიური ინფორმაცია არსებითად იქნება განსხვავებული იმ ინფორმაციისაგან, რომელიც მიწოდებულია ფრენისას გაფრენისწინა დაგეგმვისას, ამის შესახებ მაშინვე უნდა ეცნობოს ექსპლუატანტს, და შეძლებისდაგვარად უნდა მიეწოდოს მას დაზუსტებული ინფორმაცია, ექსპლუატანტს და მეტეოროლოგიურ სამსახურს შორის შეთანხმების საფუძველზე.
3. როდესაც აუცილებელი და შესაძლებელია, საფრენოსნო დოკუმენტაცია უნდა განახლდეს წერილობით ან ზეპირად, მანამდე, სანამ გადაეცემა ეკიპაჟის წევრებს. იმ შემთხვევაში, როდესაც იქმნება კორექტირების აუცილებლობა უშუალოდ საჰაერო ხომალდის გაფრენის წინ და როდესაც დოკუმენტაცია უკვე გადაცემულია, მაშინ მეტეოროლოგიურმა ორგანომ, ლოკალური შეთანხმების საფუძველზე, უნდა გაუგზავნოს აუცილებელი კორექტივი ან განახლებული ინფორმაცია ექსპლუატანტს ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების ადგილობრივ ორგანოს საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასაცემად.
4. აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო, ინფორმაციას, რომელიც მან გადასცა ეკიპაჟის წევრებს, ინახავს დაბაჭდილი ან ელექტრონული ფაილების სახით მისი გამოშვებიდან 30 დღის განმავლობაში. ეს ინფორმაცია, მოთხოვნის მიხედვით, წარედგინება გამოკვლევებისათვის ან საავიაციო შემთხვევების ტექნიკური გამოძიებისათვის და ამ მიზნით ინახება მათ დამთავრებამდ