1. მეტეოროლოგიური სამსახური აწვდის საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოს მეტეოროლოგიურ ინფორმაციას, რომელიც განკუთვნილია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის, აგრეთვე წარადგენს მათ D-VOLMET-ის შეტყობინებებში ან რადიოსამაუწყებლო გადაცემაში VOLMET. მეტეოროლოგიური ინფორმაცია დაგეგმვისათვის, რომელსაც აწარმოებს ექსპლუატანტი, ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის ინტერესებიდან გამომდინარე, წარედგინება, მოთხოვნის მიხედვით, სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე.
2. საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს მიეწოდებათ მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომლებიც განკუთვნლია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის, მე-10 თავის მოთხოვნების შესაბამისად.
3. მეტეოროლოგიური ინფორმაცია D-VOLMET-ის შეტყობინებებში ან რადიოსამაუწყებლო გადაცემაში VOLMET გადაიცემა რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით, მე-11 თავში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.
მეტეოროლოგიური ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოების, ძებნა-შველის სამსახურების და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებისათვის
შენიშვნა: ამ თავის ტექნიკური მოთხოვნები და დაწვრილებითი კრიტერიუმები მოცემულია XIX თავშ