1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ, საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსთან შეთანხმების საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს, რომ საჰაერო მოძრაობის მართვის პუნქტებმა:
ა) საჰაერო ხომალდიდან სამეტყველო კავშირის საშუალებებით მიღებული სპეციალური შეტყობინებები დაუყოვნებლივ გადაუგზავნონ მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს;
ბ) მონაცემთა გადაცემის (data link) ხაზით მიღებული რუტინული და სპეციალური საჰაერო მოხსენებები, დაუყოვნებლივ გადასცეს მათთან დაკავშირებულ მეტეოროლოგიურ ოფისს, WAFC-ებს (მსოფლიო საავიაციო პროგნოზირების ცენტრებს) და იმ ცენტრებს, რომლებიც განსაზღვრულია რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით, ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ოპერირებისთვის;
გ) მონაცემების გადამცემი ხაზის გამოყენებისას, სპეციალური შეტყობინებები დაუყოვნებლივ გადასცეს შესაბამის მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს და ზპმც-ს.
2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს შესაბამის საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსთან შეთანხმების გაფორმება, იმ მიზნით, რომ:
ა) სპეციალური საჰაერო შეტყობინებები მათი გამოცემიდან 60 წუთის განმავლობაში გადაიცეს საჰაერო ხომალდებზე (uplink);
ბ) ავტომატურ სპეციალურ საჰაერო შეტყობინებებში შეტანილი ქარისა და ტემპერატურის შესახებ ინფორმაცია არ გადაიცეს ჰაერში მყოფ სხვა საჰაერო ხომალდებზ