1. სამეტყველო კავშირის გამოყენებისას, საჰაერო ხომალდიდან გადაცემული სპეციალური შეტყობინებები უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
ა) შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი;
ბ) ნაწილი 1 (ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ):
ბ.ა) საჰაერო ხომალდის ამომცნობი ინდექსი;
ბ.ბ) ადგილმდებარეობა ან გრძედი და განედი;
ბ.გ) დრო;
ბ.დ) დონე ან დონეების დიაპაზონი.
გ) ნაწილი 3 (მეტეოროლოგიური ინფორმაცია)პირობები, რომელთა შემთხვევაში აუცილებელია გადაიცეს შეტყობინება AIREP SPECIAL საჰაერო ხომალდიდან (ერთ-ერთი პირობა ამოირჩევა იმ ჩამონათვალიდან, რომელიც მოცემულია ამ წესის №3 დანართის A3-1 ცხრილში).
შენიშვნა: AIREP შეტყობინებები განიხილება რეგულარულ შეტყობინებად. შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი შეტყობინებებისთვის AIREP SPECIAL, მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის „საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სახელმძღვანელო“ (PANS-ATM, Doc 4444) პირველ დამატებაშ