1. დაკვირვებები საჰაერო ხომალდიდან გადაიცემა მონაცემების გადამცემი ხაზით „ჰაერი-მიწა“. იმ შემთხვევებში, როდესაც მონაცემების გადამცემი ხაზი „ჰაერი-მიწა“ არ არის უზრუნველყოფილი ან მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, ფრენის დროს საჰაერო ხომალდიდან სპეციალური და არარეგულარული დაკვირვებების მონაცემები გადაიცემა სამეტყველო კავშირის საშუალებებით.

2. საჰაერო ხომალდიდან დაკვირვების მონაცემები გადაიცემა ფრენის დროს, დაკვირვების განხორციელების მომენტში ან, შეძლებისდაგვარად, მისი განხორციელებიდან უმოკლეს ვადაში.

3. დაკვირვებების მონაცემები საჰაერო ხომალდიდან გადაიცემა საჰაერო ხომალდიდან შეტყობინების ფორმით (AIREP) და საჰაერო ხომალდიდან სპეციალური შეტყობინების ფორმით (AIREP SPECIAL). რეგულარული და სპეციალური დაკვირვებები, რომლებიც გადაიცემა მონაცემების გადამცემი ხაზით „ჰაერი-მიწა“ უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას:

ა) ქარის მიმართულება;

ბ) ქარის სიჩქარე;

გ) ჰაერის ტემპერატურა;

დ) პირობები, რომელიც განაპირობებს შეტყობინების შედგენას (მხოლოდ AIREP SPECIAL შეტყობინებებისთვის