1. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანომ,  დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს სამეტყველო კავშირის საშუალებით მიღებული AIREP SPECIAL შეტყობინებები ზმპც-სა და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულნი არიან ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ოპერირებისათვის.

2. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანომ, შესაბამის VAAC-ს, დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს მიღებული AIREP SPECIAL შეტყობინებები ამოფრქვევის წინა ვულკანური მოქმედების, ვულკანური ამოფრქვევის ან ვულკანური ფერფლის ღრუბლის შესახებ.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო იღებს AIREP SPECIAL შეტყობინებას საჰაერო ხომალდიდან, მაგრამ სინოპტიკოსის აზრით, მოვლენა, რომლის მიზეზითაც გადმოიცა ეს შეტყობინება, არ იქნება მდგრადი და არ ითხოვს SIGMET-ის გამოცემას, მოცემული სპეციალური შეტყობინება საჰაერო ხომალდიდან, SIGMET ინფორმაციის დაგზავნის შესაბამისი წესით ეგზავნება მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს, ზმპც-ებს და სხვა მეტეოროლოგიურ სამსახურებს რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად.

შენიშვნა 1:  სპეციალური შეტყობინების ნიმუში, რომლითაც ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდებს ინფორმაცია გადაეცემა კავშირის ხაზით „მაღლა“, მოცემულია ამ წესის №3 დანართის A3-2 ცხრილში;

შენიშვნა 2:  საწყისი მეტეოროლოგიური მონაცემები, როგორც წესი, აისახება მმო-ს გლობალურ სატელეკომუნიკაციო სისტემაში.

4. სააერნაოსნო ან მეტეოროლოგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დამატებითი AIREP შეტყობინებების გავრცელება ხორციელდება სახელმწიფოების საავიაციო მეტეოროლოგიის საკითხებში უფლებამოსილ უწყებებს შორის შეთანხმებით.

5. საჰაერო ხომალდიდან მიღებული შეტყობინებების გაცვლა წარმოებს იმ ფორმატით, რომელშიც ისინი მიღებული