1. მონაცემთა გადამცემი ხაზის „ჰაერი-მიწა“ გამოყენებისას, სპეციალური შეტყობინებები საჰაერო ხომალდიდან უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
ა) შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი
ბ) საჰაერო ხომალდის ამომცნობი ინდექსი;
გ) მონაცემთა ბლოკი 1:
გ.ა) გრძედი;
გ.ბ) განედი;
გ.გ) ეშელონი;
გ.დ) დრო.
დ) მონაცემთა ბლოკი 2:
დ.ა) ქარის მიმართულება;
დ.ბ) ქარის სიჩქარე;
დ.გ) ქარზე მონაცემთა ხარისხის მაჩვენებელი;
დ.დ) ჰაერის ტემპერატურა;
დ.ე) ტურბულენტობა (მონაცემთა არსებობის შემთხვევაში);
დ.ვ) ტენიანობა (მონაცემთა არსებობის შემთხვევაში).
ე) მონაცემთა ბლოკი 3:
ე.ა) პირობები, რომელთა შემთხვევაში, აუცილებელია გადაიცეს შეტყობინება AIREP SPECIAL საჰაერო ხომალდიდან (ერთ-ერთი პირობა ამოირჩევა იმ ჩამონათვალიდან, რომელიც მოცემულია ამ წესის №3 დანართის A3-1 ცხრილში).
შენიშვნა: საჰაერო ხომალდიდან AIREP SPECIAL შეტყობინების შედგენის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების გადამცემი ხაზის „D-FIS“ გამოყენებით და „Special air-report service“ დასახელების მითითებით. გადამცემი ხაზის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საჰაერო მოძრაობის მომსახურების მიზნით მონაცემთა გადაცემის ხაზით სარგებლობის სახელმძღვანელო“ (Doc 9694