1. „ჰაერი-მიწა“ ორმხრივი კავშირის საშუალებები უნდა იძლეოდეს ორმხრივი კავშირის განხორციელების შესაძლებლობას რაიონული სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტსა და შესაბამისად აღჭურვილ იმ სხ-ებს შორის, რომლებიც ფრენას ახორციელებენ სამეთვალყურეო რაიონის ფარგლებში.
2. რაიონული სამეთვალყურეო მომსახურებისას, „ჰაერი-მიწა“ ორმხრივი კავშირის საშუალებებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირდაპირი ოპერატიული, უწყვეტი და დაუბრკოლებელი კავშირი.
3. რაიონული სამეთვალყურეო მომსახურებისას გამოიყენება „ჰაერი-მიწა “ორმხრივი კავშირის მოწყობილობების ხმოვანი არხები, საჭიროებისას, უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები „პილოტი-მეთვალყურე“ პირდაპირი სამეტყველო კავშირის უზრუნველსაყოფა