1. იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტი დაადგენს, რომ სხ იმყოფება ავარიულ ვითარებაში, სხვა სხ-ებს, რომელთა შესახებ ცნობილია, რომ იმყოფებიან აღნიშნული სხ-ის სიახლოვეს, შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოთ ავარიული ვითარების ხასიათზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით მითითებული შემთხვევისა.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტისთვის ცნობილია ან სავარაუდოა, რომ სხ წარმოადგენს უკანონო ჩარევის ობიექტს, „ჰაერი-მიწა“ კავშირის არხებით გადაცემული სმმ-ის შეტყობინებებში არ უნდა მიეთითოს ავარიული ვითარების ხასიათი, თუ აღნიშნულზე პირველი არ მიუთითებს ამგვარი სხ და თუ სავარაუდოა, რომ ასეთი მითითება გააუარესებს მდგომარეობა