1. საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტმა, უნდა გამოიყენოს კავშირგაბმულობის ყველა სხვა არსებული საშუალება, ავარიულ ვითარებაში მყოფ სხ-თან კავშირის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად, აგრეთვე აღნიშნული სხ-ის შესახებ ცნობების მოსაპოვებლად.
2. სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტს და სახანძრო დეპოსა შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირის დისკრეტული სისტემა.
3. კავშირის დისკრეტული სისტემის გამართულობა და მისი ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს საწარმოს და აეროდრომის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე.
4. საწარმოს და აეროდრომის ექსპლუატანტს შორის შეთანხმება დისკრეტულ კავშირთან დაკავშირებით უნდა მოიცავდეს დეტალურ აღწერას ტექნიკური საშუალებების შეძენის, შენახვის, მისი ცვლილების და მუდმივი ესპლუატაცის პროცედურებ