1. საწარმო ვალდებულია საავარიო მომსახურებით უზრუნველყოს:
ა) ყველა სხ, რომელიც უზრუნველყოფილია საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებით;
ბ) ყველა სხვა სხ, რომელმაც წარადგინა ფრენის გეგმა ან რომლის შესახებ სმმ-ის პუნქტისთვის ცნობილია სხვა წყაროდან; და
გ) ნებისმიერი სხ, რომლის მიმართაც ცნობილია ან სავარაუდოა, რომ წარმოადგენს უკანონო ჩარევის ობიექტს.
2. საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტები ან რაიონული სამეთვალყურეო პუნქტები უნდა წარმოადგენდნენ ინფორმაციის შეგროვების მთავარ პუნქტს იმ სხ-ების შესახებ, რომლებიც ფრენებს ახორციელებენ საფრენოსნო ინფორმაციის შესაბამისი რაიონის ან სამეთვალყურეო რაიონის ფარგლებში და იმყოფებიან ავარიულ ვითარებაში, და ამ ინფორმაციას გადასცემენ საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს.
3. საწარმო ვალდებულია ICAO-ს საოპერაციო ბაზაში (OPS Control Directory) მუდმივად ქონდეს წარდგენილი განახლებული ფრენების ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია შესაბამისი რაიონული სამეთვალყურეო ან საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტის შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტის ან მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტის მართვის ქვეშ მყოფ სხ-ზე წარმოიშობა ავარიული ვითარება, აღნიშნულმა პუნქტმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს აღნიშნულზე საფრენოსნო ინფორმაციის შესაბამის პუნქტს ან რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რაიონული სამეთვალყურეო პუნქტის, საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტის ან საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის შეტყობინება არ არის საჭირო, თუ ავარიული ვითარება ისეთი ხასიათისაა, რომ მსგავსი შეტყობინების საჭიროება არ არსებობს.
5. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეს დაუყოვნებლივ საჭიროა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შესაბამისმა სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტმა ან მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტმა თავდაპირველად უნდა შეატყობინოს ყველა საავარიო-სამაშველო სამსახურს, რომლებსაც შეუძლიათ დაუყოვნებლივ დახმარების აღმოჩენა, და მიმართოს სხვა საჭირო ზომებს მათ ასამოქმედებლად