1. ARCC შექმნილია შპს „საქაერონავიგაციაში“ 24-საათიანი მუშაობის რეჟიმით, წარმოადგენს მის სტრუქტურულ ერთეულს და პასუხისმგებელია საავიაციო ძებნა-შველის ოპერაციებისას საძებნი და, საჭიროების შემთხვევაში, სამაშველო საკოორდინაციო საქმიანობის განხორციელებაზე.

2. MRCC წარმოადგენს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს.

3. საავიაციო საავარიო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრები შექმნილია საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივ სერტიფიცირებულ აეროპორტებში და აეროდრომებზე.

4. შესაბამისი საკოორდინაციო ცენტრების მუშაობაში მონაწილეობას იღებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირებ