1. საქართველოში რეგისტრირებული ყველა სამოქალაქო საფრენი საშუალება საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის (ARCC) მოთხოვნისას, წინასწარ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებელია ჩართულ იქნეს ძებნის, შველის და/ან საძებნ-სამაშველო მომსახურებაში. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწდომი უნდა იყოს საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრისათვის, რომელიც გადამზიდველებთან და ექსპლუატანტებთან კოორდინირებით არჩევს ს/ხ-ებს სამაშველო და პირველადი დახმარების, საკვები რაციონის, კავშირგაბმულობის საშუალებების და სხვა საჭირო საშუალებების გადასაზიდად.

2. საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიები, მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებები, თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით, დაუყოვნებლივ ან ძებნა-შველის ოპერაციების მიმდინარეობის პროცესში საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის ARCC-თან წინასწარ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, საჭიროებისამებრ ერთვებიან ძებნა- შველის ოპერაციებში.

3. საავიაციო შემთხვევის და ინციდენტების მოკვლევის ხელშეწყობის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ძებნა-შველის ოპერაციების მიმდინარეობის პროცესში ერთვება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.

4. საქართველოს საზღვაო სივრცეში მომხდარი შემთხვევებისა და ინციდენტის დროს ძებნა-შველის ოპერაციების მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში JMOC ერთვება როგორც დამხმარე, მხარდამჭერი მექანიზმი და უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების შეთანხმებულ მოქმედებასა და სახელმწიფო რესურსების ოპტიმალურად გამოყენება