საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმაში (შემდგომ – გეგმა) გამოყენებულ ტერმინებს, ამ გეგმის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ძებნა-შველის სისტემა – სხვადასხვა უწყების დანაყოფების ტექნიკური და ადამიანური რესურსების ერთობლიობა, რომელთა გამართული და ერთმანეთთან კოორდინირებული ურთიერთმოქმედება ქმნის ძალებისა და საშუალებების ერთობას საძებნ-სამაშველო მომსახურების განსახორციელებლად;
ბ) საავიაციო ძებნა-შველის რაიონი – საფრენოსნო საინფორმაციო რაიონი, რომელშიც სახელმწიფო ვალდებულია, განახორციელოს საფრთხეში მყოფი ადამიანების საძებნ-სამაშველო მომსახურება;
გ) ავარიული სტადია – მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა ვითარებისას აღნიშნავს გაურკვევლობის სტადიას, განგაშის სტადიას და განსაცდელის ჟამს;
დ) საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრი (ARCC) – სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ძებნა-შველის ოპერაციების კოორდინირებაზე, ძებნა-შველის რაიონის საზღვრებში ძებნა-შველის სამსახურების/დანაყოფების სამუშაოების ეფექტურად ჩატარების ხელშეწყობაზე და საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებაზე;
ე) ძებნა – ოპერაცია, რომელიც კოორდინირდება საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის (ARCC) მიერ განსაცდელში მყოფ პირთა ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით;
ვ) შველა – ოპერაცია, რომელიც ტარდება განსაცდელში მყოფი პირების გადასარჩენად, დასახმარებლად, მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად და მათ უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად;
ზ) ძებნა-შველის დანაყოფები – პირები, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, საჰაერო ხომალდები, რომლებიც აღჭურვილნი არიან სპეციალური აღჭურვილობებით და მოწყობილობებით ძებნა-შველის ოპერაციების ეფექტურად განსახორციელებლად;
თ) გაურკვევლობის სტადია – მდგომარეობა, როდესაც გაურკვეველია, ემუქრება ხიფათი საჰაერო ხომალდს და მასზე მყოფ მგზავრს თუ არა;
ი) განგაშის სტადია – ვითარება, როდესაც არსებობს საშიშროება საჰაერო ხომალდის და მასზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით;
კ) განსაცდელის ჟამი – ვითარება, როდესაც არსებობს იმის დასტური, რომ საჰაერო ხომალდს და მასზე მყოფ მგზავრს უშუალოდ ემუქრება სერიოზული საფრთხე და საჭიროებს დაუყოვნებლივ დახმარებას;
ლ) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი (FIR) – დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურება და ავარიული შეტყობინება;
მ) საავიაციო ძებნა-შველის ოპერაციების ჩატარებაზე პასუხისმგებლობის რაიონი – რაიონი, სადაც საქართველოს ეკისრება პასუხისმგებლობა ძებნა-შველის ოპერაციების ჩატარებაზე;
ნ) საავარიო – სამაშველო მომსახურება/სამუშაოები – აეროპორტისა და აეროდრომის პასუხისმგებლობის ზონაში, გადაადგილების უნარდაკარგული ან/და მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მიერ გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის ლოკალიზაციის, ადამიანთა ძებნისა და გადარჩენის, აგრეთვე დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის და, საჭიროების შემთხვევაში, მათი საგანგებო სიტუაციების ზონის გარეთ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში ევაკუაციის მიზნით შესასრულებელი სამუშაოებ