1. გეგმა შექმნილია საქართველოში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების დროს (მიუხედავად ს/ხ-ის და მასზე მყოფი მგზავრის ეროვნული კუთვნილებისა) განვითარებული საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული შედეგების შემსუბუქებისა და ლიკვიდაციის ერთიანი SAR სისტემის ამოქმედების, SAR სისტემაში მონაწილე ყველა რგოლის საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფის, ამ სიტუაციაში ადამიანთა მსხვერპლის თავიდან აცილების და მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

2. გეგმის ამოცანას წარმოადგენს სრულყოფილი საავიაციო საძებნ-სამაშველო მომსახურების უზრუნველყოფა, მათ შორის:

ა) ძებნა-შველის ოპერაციების კოორდინირების ხელშეწყობა;

ბ) ძებნა-შველის ოპერაციების განსახორციელებლად, ყველა ხელმისაწვდომი რესურსის ეფექტური გამოყენება;

გ) ძებნა-შველის ოპერაციებში მონაწილე მხარეების განსაზღვრა და ურთიერთქმედებების კოორდინაცია, მათი თანამშრომლობის გაუმჯობესება;

დ) საძებნ-სამაშველო მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობების განსაზღვრაში დახმარების აღმოჩენა;

ე) საავიაციო ძებნა-შველის ოპერაციებთან დაკავშირებით ურთიერთქმედების, კოორდინაციისა და სამუშაოების განხორციელების განსაზღვრა, დადგენა და მონაწილე მხარეებს შორის, საავიაციო მოვლენის შედეგად გადარჩენილების თავდაპირველი მხარდაჭერისა (საკვებით, ტანსაცმლით, სამედიცინო დამხარებით და სხვა) და მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფ