1. აეროდრომის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანომ, საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს  უნდა მიაწოდოს  მეტეოროლოგიური ინფორმაცია იმ ფორმით, რომელიც გათვალისწინებულია სამსახურებს შორის გაფორმებული შეთანხმებით. ამ მიზნით, აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო მუდმივ კავშირში უნდა იყოს საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრთან მთელი ძებნა-შველის ოპერაციის განმავლობაში. ინფორმაცია, რომლითაც უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრები, უნდა შეიცავდეს მონაცემებს მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც ცნობილი იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული საჰაერო ხომალდის უკანასკნელი ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული საჰაერო ხომალდის დაგეგმილი მარშრუტის მეტეოროლოგიური პირობების შესახებ მონაცემებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ მონაცემებს, რომელიც არ ვრცელდება რეგულარულად. საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრისთვის  მისაწოდებელი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგს, არსებობის შემთხვევაში:

ა) ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ ფრენის მარშრუტზე;

ბ) ღრუბლების რაოდენობის და სახეობების (კერძოდ, გროვა-საწვიმარის) და ღრუბლის ქვედა და ზედა საზღვრის შესახებ;

გ) ხილვადობის შესახებ და იმ მოვლენების შესახებ, რომელიც აუარესებს ხილვადობას;

დ) მიწისპირა ქარის და სიმაღლეებზე ქარის შესახებ;

ე) ზედაპირის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, თოვლის საფარის ან წყლის არსებობის შესახებ;

ვ) ზღვის ზედაპირის ტემპერატურის შესახებ, ზღვის მდგომარეობის შესახებ, ყინულის საფარის შესახებ, ასეთის არსებობისას და აუცილებლობისას, ოკეანის დინებების შესახებ;

ზ) წნევის შესახებ ზღვის დონეზე.

2. ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის მოთხოვნის საფუძველზე, აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო ყველა ღონეს მიმართავს დეტალური მონაცემების მისაღებად იმ საფრენოსნო დოკუმენტაციის შესახებ, რომელიც მის მიერ მიეწოდა უგზო-უკვლოდ დაკარგული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს, მათ შორის, პროგნოზების კორექტივების შესახებ, რომლებიც გადაეცა ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდს.

3. ძებნა-შველის ოპერაციის ხელშეწყობის მიზნით, აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო, მოთხოვნის საფუძველზე, არსებობის შემთხვევაში, წარადგენს:

ა) სრულ და დეტალურ ინფორმაციას  სავარაუდო მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ძებნის ზონაში; და

ბ) ინფორმაციას სავარაუდო მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ფრენის მარშრუტზე, მათ შორის, იმ ფრენის მარშრუტებზე, რომლებსაც ასრულებენ სამაშველო საჰაერო ხომალდები იმ აეროდრომიდან მოშორებით, სადაც მიმდინარეობს ძებნა.

4. ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის მოთხოვნით, აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო უზრუნველყოფს აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციით (შესაძლებლობის შემთხვევაში) წყალზედა ხომალდებს, რომლებიც აწარმოებენ ძებნა-შველის ოპერაციებ