1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო ვალდებულია,  სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების პუნქტს (AFIS) მიაწოდოს ყველა ის მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ფრენის უსაფრთხო და ეფექტური უზრუნველყოფისთვის, მათ შორის:

ა) მიწისპირა ქარის მიმართულება და სიჩქარე;

ბ) ბარომეტრული სიმაღლის საზომის დასაყენებელი მონაცემები;

გ) ჰაერის გარე ტემპერატურა და ნამის წერტილი;

დ) ხილვადობა და ის მოვლენები, რომლებიც აუარესებენ ხილვადობას;

ე) ღრუბლების რაოდენობა და ღრუბლის ქვედა საზღვარი;

ვ) მიმდინარე ამინდი.

2. მეტეოროლოგიურმა მომსახურების საწარმომ, ასევე, უნდა მიაწოდოს სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების პუნქტს შემდეგი მეტეოროლოგიური შეტყობინებები:

ა) შეტყობინება METAR-ი, სააეროდრომო პროგნოზები TAF-ი და მათი კორექტივები აეროდრომ(ებ)ზე;

შენიშვნა: TAF-ის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს 6, 9 ან 12 საათს, 3 საათის განახლების პერიოდით;

ბ) ინფორმაცია SIGMET-ი და AIRMET-ი,გ) ზონალური პროგნოზი GAMET-ი განსაკუთრებით იმ მოვლენების შესახებ, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს ფრენების ვიზუალური წესებით შესრულებას;

დ) მიღებული ინფორმაცია ვულკანური ფერფლის, ვულკანური აქტივობის ან ამოფრქვევის შესახებ, როდესაც SIGMET-ი ჯერ არ არის გამოცემული.

3. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ტექნიკური საშუალებები, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდება იყოს დაკალიბრებული მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად.

4. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს ტექნიკური საშუალებების დაკალიბრების, მომსახურების, გაუმართაობის აღმოფხვრისა და ჩანაცვლების პროცედურები მწარმოებლის რეკომენდაციების საფუძველზე.

თავი XIკავშირის საშუალებების გამოყენება მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისთვ