1. მეტეოროლოგიური სამსახური, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს აეროდრომის საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრს ან რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრს შემდეგი მეტეოროლოგიური ინფორმაციით:
ა) შეტყობინებებით METAR და SPECI, მათ შორის წნევის მიმდინარე მონაცემებით აეროდრომზე და სხვა წერტილებზე, პროგნოზებით TAF და „ტრენდის“ ტიპის პროგნოზებით და მათი კორექტივებით აეროდრომ(ებ)ზე, რომლებიც მოიცავს საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრს ან რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრს რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მოიცავს აეროდრომებს მეზობელ საფრენოსნო ინფორმაციის რაიონებში;
ბ) სიმაღლეებზე ქარის და ტემპერატურის პროგნოზებით, ფრენის მარშრუტზე ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზებით და მათი კორექტივებით, განსაკუთრებით იმ მოვლენების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შუშალონ ფრენების ვიზუალური წესებით შესრულებას. ინფორმაციით SIGMET და AIRMET, გაფრთხილებებით ქარის წანაცვლების შესახებ და გაფრთხილებებით აეროდრომზე; შესაბამისი სპეციალური შეტყობინებებით საჰაერო ხომალდებიდან საფრენოსნო ინფორმაციის ან სამეთვალყურეო რაიონში და რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების და საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრის ან რაიონული სამეთვალყურეო ცენტრის მოთხოვნის შესაბამისად;
გ) საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრის ან რაიონული სამეთვალყურეო ცენტრის მიერ მოთხოვნილი დამატებითი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, ჰაერში მყოფი ხომალდების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; თუ შესაბამის მეტეოროლოგიურ ორგანოს არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია, მან დახმარებისათვის უნდა მიმართოს სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებს;
დ) მიღებული ინფორმაციით ვულკანური ფერფლის შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ არ იყო გამოცემული SIGMET;
ე) ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების ავარიულად მოხვედრის შესახებ მიღებული ინფორმაციით;
ვ) საკონსულტაციო ინფორმაციით ტროპიკული ციკლონების შესახებ, რომელიც გამოიცემა TCAC-ის მიერ, მისი პასუხისმგებლობის რაიონში;
ზ) საკონსულტაციო ინფორმაციით ვულკანური ფერფლის შესახებ, რომელიც გამოიცემა VAAC-ის მიერ, მათი პასუხისმგებლობის რაიონში;
თ) მიღებული ინფორმაციით ვულკანური მოქმედების, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას, და/ან ვულკანური ამოფრქვევის შესახებ, აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და სმმ-ის სრულუფლებიან ორგანოს შორის შეთანხმებით.
2. საფრენოსნო ინფორმაციის მიზნებისათვის, აუცილებლობის შემთხვევაში, მიმდინარე მეტეოროლოგიური შეტყობინებები და პროგნოზები მიეწოდებათ საავიაციო ელექტროკავშირის სადგურებს. აუცილებლობის შემთხვევაში, ამგვარი ინფორმაციის ასლი ეგზავნებათ საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრს ან რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრს.
3. საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოები უზრუნველყოფილნი არიან ადგილობრივი, რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებით, შეტყობინებებით METAR და SPECI, პროგნოზებით TAF-ი და “ტრენდის“ ტიპის პროგნოზებით, ინფორმაციით SIGMET და AIRMET, სიმაღლეებზე ქარის და ტემპერატურის პროგნოზებით და მათი კორექტივებით იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი გამოიცემა და ეგზავნებათ სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებს ან მიღებულია მათგა