1. საჩვენებელი მასალა, ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისა და სხვა პერსონალისათვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ფრენების წარმოებასთან.

2. საფრენოსნო დოკუმენტაცია, რომელიც ეხება სიმაღლეებზე ქარის და ჰაერის ტემპერატურის პროგნოზს და მოვლენებს SIGWX, წარმოდგენილი უნდა იქნეს რუკების სახით. დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის ალტერნატივის სახით გამოიყენება ზონალური პროგნოზები GAMET.

3. საფრენოსნო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამოყენებული რუკების ნიმუშები და ფორმები მოცემულია ამ წესის დანართ 1-ში. ეს ნიმუშები შემუშავებულია მმო-ს მიერ შესაბამისი ექსპლუატანტების მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია იკაო-ს მიერ.

4. შეტყობინებები METAR და SPECI (მათ შორის, პროგნოზები“ TREND“) TAF, GAMET, SIGMET, AIRMET და საკონსულტაციო ინფორმაცია ვულკანური ფერფლის და ტროპიკული ციკლონების შესახებ უნდა წარედგინოთ შესაბამისი ნიმუშების შესაბამისად, რომლებიც მოცემულია ამ წესის XII-XVI თავებში და დანართი 1-ში. ასეთი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, მიღებული სხვა მეტეოროლოგიური ორგანოებისაგან, უნდა ჩაერთოს საფრენოსნო დოკუმენტაციაში ცვლილებების გარეშე.

შენიშვნა: ინფორმაცია METAR/ SPECI და TAF-ის წარდგენის ფორმები მოცემულია ამ წესის დანართ 1-ში.

5. საფრენოსნო დოკუმენტაციაში შემავალი ფორმები და რუკები დაბეჭდილი უნდა იყოს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ან ესპანურ ენაზე. სადაც ეს მიზანშეწონილია გამოიყენება მიღებული შემოკლებები, მიეთითება თითოეული ელემენტის საზომი ერთეულები, თან ეს ერთეულები შეესაბამება აღნიშნულ წესში გათვალისწინებულ ერთეულებს.

6. რუკები, რომლებიც ჩართულია საფრენოსნო დოკუმენტაციაში, არის გასაგები და ადვილად კითხვადი და ხასიათდება შემდეგი ფიზიკური მახასიათებლებით:

ა) მოხერხებულობისათვის, რუკების ყველაზე დიდი ზომა შეადგენს 42X30 სმ (A3-ის სტანდარტული ზომა) და უმცირესი ზომა 21X30 სმ (A4-ის სტანდარტული ზომა). ზომის შერჩევა დამოკიდებულია მარშრუტის მანძილზე და ინფორმაციის დეტალიზაციის ხარისხზე, რომლის მითითებაც აუცილებელია რუკებზე, მეტეოროლოგიურ სამსახურსა და მომხმარებლებს შორის შეთანხმებით;

ბ) ძირითადი გეოგრაფიული ორიენტირების შემოხაზულობა, მაგალითად, სანაპირო ხაზების, მსხვილი მდინარეების და ტბების, გამოისახება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი მარტივი ამოცნობა;

გ) რუკებზე, რომლებიც მზადდება ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების (ეგმ) მეშვეობით, მეტეოროლოგიური მონაცემები პრევალირებს საწყის კარტოგრაფიულ ინფორმაციაზე;

დ) ძირითადი აეროდრომები მითითებულია წერტილის სახით და აღნიშნულია ქალაქის დასახელების პირველი ასო, რომელსაც ეკუთვნის მოცემული აეროდრომი;

ე) კოორდინატების გეოგრაფიული ბადე დაიტანება მერიდიანებით და პარალელებით, გამოხატული წყვეტილი ხაზებით განედის და გრძედის ყოველ 10 გრადუსში; წერტილები განლაგებულია 1 გრადუსის ინტერვალით;

ვ) განედის და გრძედის მნიშვნელობა მითითებულია რუკების მთლიანი ფართობის სხვადასხვა წერტილში;

ზ) რუკებზე საფრენოსნო დოკუმენტაციისათვის განმარტებითი წარწერები კეთდება გარკვევით და მარტივად; მათზე ნათლადაა მითითებული მსოფლიო ზონალური ცენტრების ან სხვა ცენტრების დასახელება, რუკების ტიპი, თარიღი და მოქმედების პერიოდი და აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული საზომი ერთეულები.

7. საფრენოსნო დოკუმენტაციაში ჩართული მეტეოროლოგიური დოკუმენტაცია წარმოდგენილია შემდეგი სახით:

ა) ქარის მიმართულება აღნიშნულია ფრთიანი ისრებით ან დაშტრიხული ალმებით ქარის სიჩქარის საჩვენებლად საკმაოდ მჭიდრო ბადეზე;

ბ) ტემპერატურა მიმითითებულია ციფრებით საკმაოდ მჭიდრო ბადეზე:

გ) მონაცემები ქარის და ტემპერატურის შესახებ, მიღებული მზპც-იდან, დატანილია საკმაოდ მჭიდრო განედ-გრძედულ ბადეზე; და

დ) ქარის ისრები პრევალირებს ტემპერატურაზე და ეს ორივე აღნიშვნა გამოირჩევა რუკების ფონზე.

8. ფრენის ეშელონ 250-სა და ფრენის ეშელონ 630-ს შორის ფრენებისათვის რუკების მინიმალურ კომპლექტში ჩართული უნდა იქნეს ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ და ატმოსფეროს მაღალი ფენების შესახებ რუკები (ფრენის ეშელონი 250 - ფრენის ეშელონი 630) და ქარის და ტემპერატურის პროგნოსტიკური რუკა 250ჰპა ფრენის ეშელონისათვის. ფაქტობრივი რუკები ფრენისწინა დაგეგმვისა და საფრენოსნო დოკუმენტაციისათვის თანხმდება მეტეოროლოგიურ სამსახურსა და დაინტერესებულ მომხმარებელს შორის.

9. წარმოდგენილი რუკები დგება ზმპც-ის ციფრული პროგნოზებით, როდესაც ასეთი პროგნოზები მოიცავს ფრენის სავარაუდო ტრაექტორიას დროში, აბსოლუტურ სიმაღლეს და გეოგრაფიულ რაიონს.

10. საფრენოსნო დოკუმენტაციაში შეფარდებითი სიმაღლე მიეთითება შემდეგი სახით:

ა) ყველა მონაცემი მარშრუტზე მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, მაგალითად, შეფარდებით სიმაღლეზე ქარის სიმაღლეებზე, ტურბულენტობაზე ან ღრუბლების ქვედა და ზედა საზღვარზე სასურველია მიეთითოს ფრენის ეშელონის სახით: ეს მონაცემები შესაძლებელია გამოიხატოს წნევის სიდიდეებში, აბსოლუტურ სიმაღლეში ან დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის, მიწის ზედაპირიდან სიმაღლის სახით;

ბ) აეროდრომის რაიონში ყველა მეტეოროლოგიური პირობების მონაცემი, მაგალითად, ღრუბლების ქვედა საზღვრის შეფარდებითი სიმაღლის შესახებ, მიეთითება სიმაღლის სახით აეროდრომის შემაღლების მიმარ