1. ცნობები ქარის წანაცვლების არსებობის შესახებ მიიღება შემდეგი სახით:

ა) სახმელეთო დანადგარები ქარის წანაცვლების დისტანციური გაზომვისათვის, მაგალითად დოპლერის რადიოლოკატორი;

ბ) სახმელეთო დანადგარები ქარის წანაცვლების აღმოსაჩენად, მაგალითად, საზომი სისტემები ქარის წანაცვლების ან წნევის გასაზომად, რომლებიც განლაგებულია ისე, რომ აკონტროლოს კონკრეტული დასაჯდომ-ასაფრენი ბილიკი ან დასაფრენ-ასაფრენი ბილიკი და შესაბამისი აფრენის ან დაშვების ტრაექტორია.

გ) დაკვირვებები საფრენი ხომალდების ბორტიდან სიმაღლის მატებისას ან დასაფრენად მზადებისას, რომლებიც სრულდება მე-4 თავის შესაბამისად;

დ) სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაცია, მაგალითად, მიღებული შესაბამისი გამზომების საშუალებით, რომლებიც არსებობს აეროდრომის მახლობლად ან უახლოეს ამაღლებულ მონაკვეთზე ანძებზე ან კოშკურებზე.

შენიშვნა: ქარის წანაცვლების პირობები, როგორც წესი, დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მოვლენასთან:

დ.ა) ჭექა-ქუხილი, მიკროდაქროლვა, ძაბრისებური ღრუბელი (ტორნადო ან წყლის სმერჩი) ან ფრონტალური დაქროლვა;

დ.ბ) ფრონტალური ზედაპირები;

დ.გ) ძლიერი მიწისპირა ქარი, გართულებული ადგილობრივი ტოპოგრაფიული პირობებით;

დ.დ) ზღვის ბრიზის ფრონტები;

დ.ე) მთის ტალღები;

დ.ვ) ტემპერატურული ინვერსიები დაბალ სიმაღლეებზე.

2. გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ, გამოიცემა ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-3 ცხრილის ნიმუშის შესაბამისად და ეგზავნებათ დაინტერესებულ პირებს ლოკალური შეთანხმების საფუძველზე.

3. რიგითი ნომერი, რომელიც მოცემულია, ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-3 ცხრილის ნიმუშში ასახავს აეროდრომზე ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებების რაოდენობას, გამოცემულს მიმდინარე დღის 00.01 –დან (UTC) მოცემულ აეროდრომზე.

4. ტექსტის გამოყენება, გარდა შემოკლებებისა, რომელიც მოყვანილია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-3 ცხრილის ნიმუშში, მინიმუმამდეა დაყვანილი. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, შეძლებისდაგვარად, უნდა შედგეს ღია ტექსტით და შემოკლებებით. იკაოს მიერ დამტკიცებული შემოკლებების არარსებობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ღია ტექსტი ინგლისურ ენაზე.

5. იმ შემთხვევებში, თუ ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებების შედგენისას გამოიყენება საფრენი ხომალდის ბორტიდან ადრე მიწოდებული შეტყობინება, აღნიშნული შეტყობინება, საფრენი ხომალდის ტიპის ჩათვლით, შეიტანება გაფრთხილებაში ცვლილების გარეშე.

6. შეტყობინებების მიღების შემდეგ ქარის წანაცვლების არსებობის შესახებ როგორც მომფრენი, ისე გამფრენი ბორტებიდან, გამოიცემა ორი გაფრთხილება ქარის წანაცვლების შესახებ: ერთი მომფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, ხოლო მეორე გამფრენებისათვის.

7. ვინაიდან, ქარის წანაცვლების ინტენსივობის შესახებ შეტყობინების გადასაცემი მოთხოვნები დამუშავების პროცესშია, ამიტომ გამოიყენება შემდეგი საკვალიფიკაციო ტერმინები: “ზომიერი“, “ძლიერი“ და “ძალიან ძლიერი“

8. შეტყობონება ქარის წანაცვლების შესახებ ან ქარის წანაცვლების აღმოჩენის შესახებ, ვრცელდება დისტანციური გაზომვის სახმელეთო ავტომატიზებული დანადგარებით, დაინტერესებულ მხარეებთან ადგილობრივი შეთანხმების საფუძველზე.

თავი XVII

ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც ეხება საავიაციო კლიმატოლოგიურ ინფორმაცი