1. პროგნოზის ფორმატი უნდა განისაზღვროს აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე. ელემენტების თანმიმდევრობა, ტერმინოლოგია, ერთეულები და შკალა, რომლებიც გამოიყენება აფრენისათვის პროგნოზებში, უნდა იყოს ამ აეროდრომისათვის გამოცემული შეტყობინებების კომპონენტების ანალოგიური.
2. აფრენის პროგნოზის კორექტივების გამოცემის კრიტერიუმები მიწისპირა ქარის სიჩქარესა და მიმართეულებაზე, ტემპერატურაზე, წნევაზე და სხვა ნებისმიერ ელემენტზე შეთანხმებულს ადგილობრივ დონეზე, უნდა განისაზღვროს აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე. ეს კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს აეროდრომისათვის დადგენილ სპეციალური შეტყობინებების გამოცემის კრიტერიუმებს ამ წესის 75-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისა