1. შეტყობინება SIGMET-ის შინაარსი და ელემენტების თანმიმდევრობა შეესბამება ნიმუშს, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-1 ცხრილში.
2. შეტყობინება, რომელიც შეიცავს ინფორმაცია SIGMET-ს.
3. რიგითი ნომერი, რომელიც მოცემულია, ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-1ცხრილის ნიმუშში ასახავს ინფორმაცია SIGMET-ის რაოდენობას, გამოცემულს მიმდინარე დღის 00.01 –დან (UTC) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო, რომელთა პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს რამდენიმე სიც-ს და/ან სამეთვალყურეო რაიონს, გამოსცემენ ცლკეულ SIGMET-ს. თითოეული სიც-ის და/ან სამეთვალყურეო რაიონისათვის მათი პასუხისმგებლობის ზონაში
4. ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-1ცხრილის ნიმუშის შესაბამისად შეტყობინება SIGMET-ში ჩართულია მხოლოდ ერთი ქვემოთ მოყვანილი მოვლენა, შემდეგი შემოკლებებით: კრეისერულ ეშელონებზე ( აბსოლუტური სიმაღლისაგან დამოუკიდებლად):
ა) ჭექა-ქუხილი :
ა.ა) დაფარული – OBSC TS
ა.ბ) შენიღბული – EMBD TS
ა.გ.) ხშირი ჭექა-ქუხილი – FRQ TS
ა.დ) ქარტეხილის ხაზი – SQL TS
ა.ე) დაფარული სეტყვასთან ერთად – OBSC TSGR
ა.ვ) შენიღბული სეტყვასთან ერთად – EMBD TSGR
ა.ზ) ხშირი ჭექა-ქუხილი სეტყვასთან ერთად – FRQ TSGR
ა.თ) ქარტეხილის ხაზი სეტყვასთან ერთად – SQL TSGR
ბ) ტროპიკული ციკლონი
ბ.ა) ტროპიკული ციკლონი:
მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარით TC (+ ციკლონის დასახელება)
34 კვანძი და მეტი 10 წუთის განმავლობაში
გ) ტურბულენტობა
გ.ა) ძლიერი ტურბულენტობა – SEV TURB
დ) შემოყინულობა
დ.ა) ძლიერი შემოყინულობა – SEV ICE
დ.ბ) ძლიერი შემოყინულობა გადაციებული წვიმის შედეგად – SEV ICE (FZRA)
ე) მთის ტალღა
ე.ა) ძლიერი მთის ტალღა – SEV MTW
ვ) მტვრიანი ქარიშხალი
ვ.ა) ძლიერი მტვრიანი ქარიშხალი – HVY DS
ზ) ქვიშის ქარიშხალი
ზ.ა) ძლიერი ქვიშის ქარიშხალი – HVY SS
თ) ვულკანური ფერფლი
თ.ა) ვულკანური ფერფლი – VA
(+ ვულკანის სახელწოდება, თუ ის ცნობილია)
ი) რადიოაქტიური ღრუბელი
ი.ა) რადიოაქტიური ღრუბელი – RDOACT CLD
5. ინფორმაცია SIGMET არ შეიცავს ზედმეტ აღწერით მასალას. ამინდის მოვლენების აღწერაში, რომელთა მიმართაც გამოიცემა შეტყობინება SIGMET, არ ჩაირთვება არავითარი აღწერითი მასალა, გარდა იმისა, რაც მითითებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტში. ინფორმაცია SIGMET-ში, რომელიც ეხება ჭექა-ქუხილებს, არ მიეთითება მათთან დაკავშირებული ტურბულენტობა და შემოყინულობა.
6. შეტყობინება SIGMET ეგზავნება აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოს, ზმპც და სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებს რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებების შესაბამისად. შეტყობინება SIGMET, რომელიც ეხება ვულკანური ფერფლის ღრუბლებს, მიემართება VAAC-ის ცენტრებში.
7. შეტყობინება SIGMET გადაეცემა საერთაშორისო მონაცემების ბანკებს OPMET და საერთაშორისო ცენტრებს, რომლებიც პასუხს აგებენ თანამგზავრების სისტემის მონაცემთა დაგზავნაზე AFS ჩარჩოებში, რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებების შესაბამისა